ფარშავანგი
ვიკიპედიიდან
| ფარშავანგი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Pavo |
ფარშავანგი (Pavo), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მოიცავს 2 სახეობას: ჩვეულებრივი ფარშავანგი (Pavo cristatus), გავრცელებულია ინდოსტანის ნახევარკუნძულზე და შრი-ლანკაში. ლურჯფრთიანი ფარშავანგი (Pavo maticus) - ინდოჩინეთში, მალაკასა და სუმატრაზე. ლურჯფრთიანი ფარშავანგის დედალ-მამალი თითქმის ერთნაირასაა შეფერილი, უფრო ღია ფერისაა.
ფარშავანგი ბინადრობს ბუჩქნარში, მდინარეთა ნაპირებზე, ტყის ჭრის ადგილებში. პოლიგამური ფრინველებია: ერთ გუნდში 1 მამალი და 3-5 დედალია. იკვებებიან მცენარეული და ცხოველური საკვებით. ფარშავანგი ფართოდ არის გავრცელებული როგორც დეკორატიული ფრინველი, ინდოეთში ინახავენ ნახევრად მოშინაურებული სახით. ევროპაში (საბერძნეთში) შენოყვანილია V საუკუნეში.

