ლათინური ამერიკა
ვიკიპედიიდან
ლათინური ამერიკა
| ფართობი | 21,069,501 კმ² |
|---|---|
| მოსახლეობა | 569 მილიონი |
| ქვეყნები | 34 |
| კოლონიები | 14 |
| მშპ | $3.33 ტრილიონი (ვალუტის გაცვლითი კურსი) $5.62 ტრილიონი (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი) |
| ენები | ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, კეჩუა, აიმარა, და მრავალი სხვა. |
| დროითი სარტყელი | UTC-2 (ბრაზილია) UTC-8 (მექსიკა) |
| დიდი ქალაქები | მეხიკო რიო ბუენოს აირესი სან პაულო სანტიაგო ჰავანა პორტო ალეგრე კარაკასი |
ლათინური ამერიკა (ესპ.: América Latina, Latinoamérica; პორტუგ.: América Latina; ფრანგ.: Amérique latine; ინგლ.: Latin America) რეგიონი, რომელიც მოიცავს მდებარეობს დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში და გადაჭიმული აშშ-ს სამხრეთი საზღვრიდან ანტარქტიკამდე; ესაზღვრება სამხრეთით სამხრეთის ოკეანე, აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით აშშ, დასავლეთით წყნარი ოკეანე.
თავდაპირველად ტერმინი ლათინური ამერიკა თავის თავში გულისხმობდა (და ლინგვისტური და ნაწილობრივ ეთნიკური თვალსაზრისით დღესაც გულისხმობს) ამერიკის იმ ნაწილს სადაც სასაუბრო ენა იყო რომანული ენები ანუ ესპანური, პორტუგალიური და ფრანგული; მაგრამ დღეს რეგიონს ძირითადად კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით გამოარჩევენ და აშშ-სა და კანადის გარდა მთელ მატერიკზე ვრცელდება.
ლათინური ამერიკის ტერიტორია 21 მილიონ კვ.კმ.-ს მოიცავს, რაც მთელი ხმელეთის 15%-ია, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დიდ სამეულზე ბრაზილია-მექსიკა-არგენტინაზე მოდის. ლათინურ ამერიკაში 34 სუვერენული სახელმწიფოა და 15 კოლონია, რომელთა ძირითადი ნაწილი პატარ-პატარა კუნძულებია და კარიბის ზღვის ზონაში მდებარეობენ. კოლონიათა უდიდეს ნაწილს ამერიკის აღმოჩენისშემდეგ აქ ესპანეთიფლობდა, რომელსაც კონკურენციას მხოლოდ პორტუგალია უწევდა, ხოლო მათთან შედარებით მცირე სამფლობელოები საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, ჰოლანდიას, შვედეთს და დანიას ჰქონდათ. თანამედროვე პოლიტიკურ რუკაზე ლათინო ამერიკის ტერიტორიაზე მხოლოდ 4 კოლონიზატორი ქვეყნის ტერიტორიებია:საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს და ნიდერლანდის. ყველაზე მეტი კოლონია გაერთიანებულ სამეფოს აქვს, თუმცა ფართობის თვალსაზრისით საფრანგეთი პირველობს.
ლათინური ამერიკის სუბრეგიონებად დაყოფის მრავალი ვარიანტი არსებობს, თუმცა ყველაზე მიღებული მისი 4 ნაწილად დაყოფაა: ჩრდილოეთ ამერიკა - 1 დამოუკიდებელი სახელმწიფო: მექსიკა; ცენტრალური ამერიკა - 7 დამოუკიდებელი სახელმწიფო: ბელიზი, გვატემალა, სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა, კოსტა რიკა, პანამა; სამხრეთ ამერიკა - 12 დამოუკიდებელი და 2 დამოკიდებული ტერიტორია: კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა, სურინამი, ბრაზილია, ეკვადორი, პერუ, ბოლივია, ჩილე, პარაგვაი, არგენტინა, ურუგვაი, საფრანგეთის გვიანა,ფოლკლენდის კუნძულები; კარიბები - 14 დამოუკიდებელი და 13 დამოკიდებული ტერიტორია: ბაჰამის კუნძულები, კუბა, ჰაიტი, დომინიკელთა რესპუბლიკა, იამაიკა, სენტ კრისტოფერი და ნევისი, ანტიგუა და ბარბუდა, დომინიკა, სენტ ლუსია, ბარბადოსი, სენტ ვინსენტი და გრენადინები, გრენადა, ტრინიდადი და ტობაგო, პუერტო რიკო, არუბა, ნიდერლანდის ანტილიის კუნძულები , სენ მარტინი, სენ ბართოლმი, ტურქსი და კაიკოსი, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ვირჯინიის კუნძულები, ანგილა, მონსერატი, გვადელუპე, მარტინიკა.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობა ლათინურ ამერიკაში 570 მილიონს აღწევს. უდიდესი ქვეყნებია ბრაზილია (196,3 მლნ), მექსიკა (106,7 მლნ), არგენტინა (40,5 მლნ), კოლუმბია (44,8 მლნ), პერუ (29,2 მლნ), ვენესუელა (28,2 მლნ). რასობრივად მოსახლეობა ძალიან არაერთგვაროვანია, რაც ამერიკის კოლონიზაციის დროს ჩამოყალიბდა. გარდა ევროპელებისა და კავკასიელებისა, რომლებმაც ამერიკას საკუთარი ნებით მიაშურეს, ასევე დიდი ოდენობით ხდებოდა კარიბებსა და ბრაზილიაში შავკანიან მონათა შემოყვანა, რომლებსაც ევროპელი კოლონიზატორები მუშა ძალად იყენებდნენ. ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობით ემიგრანტი მოედინებოდა ბრაზილიასა და პერუში ჩინეთიდან და იაპონიიდან. მოსახლეობაში გამოირჩევიან ევროპული წარმოშობის თეთრკანიანები (34.8%), მეტისები (27.5%), მულატები (17.4%), ამერიკელი ინდიელები (10.1%), ზანგები (5.4%), სამბოები , აზიური წარმოშობის ყვითელკანიანები და სხვადასხვა შერეული რასის წარმომადგენლები.
[რედაქტირება] ენები
|
|
|||||||||||||||||||||||||
|
|
||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||