ხაინანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაინანი
海南省
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
სტატუსი პროვინცია
შედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის რეგიონში
ადმინისტრაციული ცენტრი ხაიკოუ
მშპ (2010) 205.2 მილიარდი იენი  (28)
მოსახლეობა (2010)
8,671,518 კაცი (28 ადგილი)
სიმჭიდროვე 254.7 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ჩინელები 83%
ფართობი 33,920 კმ² (28 ადგილი)
ხაინანი რუკაზე
კოდი ISO 3166-2 CN-46
ოფიციალური საიტი
ხაინანის სატელიტური ფოტო

ხაინანი (ჩინ. 海南, პინ-ინი Hǎinán ხაინანი ) — პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია — ხაიკოუ. მოსახლეობა — 8,671,518 ადამიანი (28-ე ადგილი პროვინციებს შორის, 2010 წლის მონაცემებით.)

კუნძული გაშენებულია სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაპირებზე, ჩინეთის კონტინენტური ნაწილისგან ხაინანი გამოყოფილია ხაინინის სრუტის მევეობით, სრუტის მეორე მხარეს მდებარეობს ლეიჩშოუბანდაოს ნახევარკუნძული. კუნძულის ფართობი შეადგენს 33,210 კვადრატულ კილომეტრს, ხაინინი თავისი ფართობის სიდიდის მხრივ შედის მსოფლიოს უდიდეს 50 კუნძულს შორის. ეს ტერიტორია შედის ჩინეთის სამხრეთული ავტონომიის შემადგენლობაში, პროვინციის სტატუსით. საუკუნეების განმავლობაში ეს ტერიტორია შედიოდა გუანდუნის პროვინციის შემადგენლობაში, მაგრამ 1988 წელს გამოეყო გუანდუნს. კუნძულის დედაქალაქია ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ჰაიკოუ.

2009 წლის მონაცემებით აქ ცხოვრობს 8,180,000 კაცი, სიმჭიდროვის თვალსაზრისით კმ²-ზე საშუალოდ 241 ადამიანი ცხოვრობს. აქ მცხოვრებთა სასაუბრო ენაა ჩინური, თუმცა კუნძულზე ასევე გავრცელებული პორტუგალიურიც. აღმსარებლობის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა ბუდისტია. კუნძულზე არის ათი დიდი ქალაქი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ფართობის სიდიდით ეს კუნძული მეორეა ჩინეთში ტაივანის შემდგომ, ხაინანი ფართობით უსწრებს ბელგიას. კუნძულზე ძირითადად დაბლობებია, თუმცა არის მთებიც, უმაღლესი წერტილი შეადგენს 1,876 მეტრს, ეს არის მთა ვუზი რომელიც ხაინისნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. დასავლეთ ნაწილში არის ბაკბოს ყურე.

კუნძულზე არის კონტინენტური ჰავა. ჰიდროგრაფიული ქსელის მიხედვით ეს ტერიტორია საკმაოდ მდიდარია, აქ მდებარეობს რამდენიმე გრძელი მდინარე და დიდი ტბა. მათგან აღსანიშნავია მდინარე ნანდუ, ის სათავეს იღებს ჩრდილოეთიდან. მისი სიგძე შეადგენს 314 კილომეტრს, ნანდუს უერთდება მდინარეები ხინსუ და ჩანგუე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: