ჰიმალაი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიმალაის ქედის მდებარეობა

ჰიმალაები (ჰიმალაი) — ქედი აზიაში, რომელიც ვრცელდება შემდეგ ქვეყნებში: ინდოეთი, ნეპალი, ჩინეთი, პაკისტანი, ბჰუტანი, მიანმარი და ავღანეთი. იგი ფართობით თითქმის ათჯერ აღემატება საქართველოს ფართობს.

ჰიმალაები ერთადერთი მთიანი სისტემაა მსოფლიოში, სადაც მდებარეობს 11 ისეთი მწვერვალი, რომელთა სიმაღლე აღემატება 8 000 მეტრს, რომელთაც სხვანაირად რვაათასიანებს უწოდებენ. შედარებისთვის შესაძლებელია მწვერვალ აკონკაგუას (ანდები) მოყვანა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 6 962 მ-ია და უმაღლესი მწვერვალია აზიის ფარგლებს გარეთ, მაშინ როდესაც ჰიმალაის სისტემა შეიცავს 100-ზე მეტ მწვერვალს, რომელთა სიმაღლე 7 200 მეტრს აღემატება. მათი დაპყრობის მცდელობა და ისტორია XIX საუკუნის ბოლოდან იწყება. ჰიმალაის მწვერვალებზე მოწყობილმა ექსპედიციებმა ბევრი ცნობილი ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა.

ჰიმალაის, და ზოგადად მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალია ჯომოლუნგმა. მისი სიმაღლე ოფიციალურად 8 848 მეტრია.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: