მიმოზა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიმოზა
Mimosa pudica
Mimosa pudica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Fabales
ოჯახი: მიმოზისებრნი
გვარი: მიმოზა
ლათინური სახელი
Mimosa
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მიმოზა (Mimosa), მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები, ლიანები და ხეებია. აქვთ თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილებად შეკრებილი წვრილი ყვავილები და პარკი ნაყოფი. თანაფოთლები ხშირად ეკლებად არის ქცეული. მიმოზას 450-500 სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ამერიკაში. მორცხვი მიმოზა (Mimosa pudica) ბუჩქი ან ნახევრად ბუჩქია. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. შეხების ან დარტყმის საპასუხოდ, აგრეთვე შებინდებისას ფოთოლაკებს კეცავს და ქვევით ხრის. ზოგჯერ მიმოზას ეძახიან შავი ზღვის სანაპიროზე მოშენებულ აკაციის გვარის სახეობებსაც, განსაკუთრებით კი ლეგა აკაციას.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 702, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე