კორეის ნახევარკუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორეის ნახევარკუნძული
Locator map of Korea.svg
მდებარეობა აზია
აკვატორია იაპონიის ზღვა, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, ყვითელი ზღვა, კორეის სრუტე
კოორდინატები 38° ჩ. გ. 127° ა. გ. / 38° ჩ. გ. 127° ა. გ. / 38; 127
ფართობი 220,847 კმ²
უმაღლესი მწვერვალი პეკტუსანი 2,744 მ.
ქვეყანა

კორეის ნახევარკუნძული — ნახევარკუნძული აღმოსავლეთ აზიაში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია დაახლოებით 1 100 კმ-ზე, კონტინენტური აზიიდან წყნარ ოკეანეში. შემოსაზღვრულია იაპონიის ზღვით (აღმოსავლეთით), აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვით (სამხრეთით) და ყვითელი ზღვით (დასავლეთით). იაპონიის კუნძულებისგან გამოყოფს კორეის სრუტე.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე, კორეა წარმოადგენდა ერთიან პოლიტიკურ ერთეულს, რომელიც მთლიან ნახევარკუნძულს მოიცავდა. 1953 წელს, კორეის ომი სამხედრო ზავით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნახევარზე ჩამოყალიბდა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო სამხრეთ ნახევარზე — კორეის რესპუბლიკა.

თანამგზავრული ფოტო

კორეის ნახევრაკუნძულის ჩრდილოეთი საზღვრები ემთხვევა ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს მის მეზობლებთან — ჩინეთთან (საზღვრის სიგრძე 1 416 კმ) და რუსეთთან (საზღვრის სიგრძე 19 კმ). ეს საზღვრები ბუნებრივი საზღვრებს წარმოადგენს და გადის მდინარე იალუსა და მდინარე ტუმენზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნახევარკუნძულის მთლიანი ფართობი შეადგენს 220,847 კმ²-ს.

ნახევარკუნძულს ჩრდილოეთ კორეაში უწოდებენ ჩოსონ-პანდოს (조선반도; 朝鮮半島), სამხრეთ კორეაში კი ჰან-ბანდოს (한반도; 韓半島).

კორეის ნახვევარკუნძულის 70 % მთებითაა დაფარული. უმაღლესი მწვერვალია მთა პეკტუსანი (2 744 მ).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]