გერბი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიმუში

გერბი (რუს. герб; პოლონ. herb; გერმ. Erbe) — ემბლემა მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ. გერბები იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: სახელმწიფო გერბი, სამიწაწყლო გერბი — შუა საუკუნეების ამქრების; საგვარეულო გერბები — თავადაზნაურული და ბურუაზიული გვარების. გერბი სპეციფიური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა — ჰერალდიკა შეისწავლის. გერბი გამოსახულია დროშაზე, მონეტებზე და სხვ. საქართველოში უძველესი დროიდან იქმნება ებლემები (ლომი, გველეშაპი, მთვარის ღვთაება — შემდეგში წმ. გიორგი, ჯვარი წრეში და სხვ.), რომლებმაც შემდეგ ჰერალდიკური მნიშვნელობა მიიღეს. XVI ს-ის საბუთზე არის სამეფო საბეჭდავის საგერბო ანაბეჭდი; ვახტანგ VI-ის დროშაზე (1711 წ.) გამოსახულია ბაგრატიონთა გერბის ემბლემები, დაკავშირებულია ბიბლიური მეფის დავითის ლეგენდასა და სვეტიცხოვლის თქმულებასთან; XVIIXVIII საუკუნეებისაა აღმოსავლეთი საქართველოს კათალიკოსთა საბეჭდავები სვეტიცხოვლის თქმულების ამსახველი ემბლემით. ვახუშტის ნაშრომში მოთავსებულია ქართული სამეფოებისა და სამთავროების გერბები.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
პირადი ხელსაწყოები