ორონგო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორონგო
Morph-unit4.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ქვერიგი: მცოხნელები
ოჯახი: ძროხისებრნი
ლათინური სახელი
Pantholops hodgsoni
Pantholops hodgsonii distribution.png

ორონგო, ჩირუ (ლათ. Pantholops hodgsoni) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სიმაღლე მინდაოში დაახლოებით 80 სმ, წონა 40-50 კგ. ზურგი რუხი-ყავისფერია, მუცელი — თეთრი; მამალს თავი და წინა ფეხები მოშავო აქვს. დინგი შესამჩნევად გაფართოებულია. თითქმის ვერტიკალური, სუსტად გაღუნული რქები მხოლოდ მამლებს აქვთ, სიგრძით 70 სმ-მდე. ყურები მოკლე აქვს, ბოლოებში წაწვეტებულია. კუდი მოკლეა. ბინადრობს ტიბეტსა და ლადაქში. ჩვეულებრივ, ჯოგებად ცხოვრობს. იკვებება ბალახით, შეწყვილება ნოემბერ-დეკემბერშია. ნაშიერს შობს მაის-ივნისში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]