მოსახლეობის სიმჭიდროვე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მოსახლეობის სიმჭიდროვე არის სიდიდე, რომელიც აღწერს მოცემულ ტერიტორიულ ერთეულზე (ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი) დასახლებულ ადამიანთა საშუალო სიდიდეს ფართობის ერთეულზე (როგორც წესი კვადრატული კილომეტრი, უფრო მცირე ტერიტორიებისათვის - ჰექტარი). ამ ერთეულის გამოსათვლელად ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის საერთო რაოდენობას ყოფენ მის საერთო ფართობზე.
ფაქტები მოსახლეობის სიმჭიდროვის შესახებ:
- ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მონაკო - 18 ათასი კაცი 1 კვ. კმ-ზე.
- ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა (ჯუჯა სახელმწიფოების გამოკლებით) ბანგლადეში - 926 კაცი 1 კვ. კმ-ზე.
- ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა ისლანდია - 3,1 კაცი 1 კვ. კმ-ზე.
- საქართველოს მოსახლეობის სიმჭიდროვეა 67 კაცი 1 კვ. კმ-ზე, რუსეთისა - 8,5 კაცი, გერმანიისა - 321 კაცი.
სტატიის