კომში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კომში
კომშის ნაყოფი
კომშის ნაყოფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ვარდისებრნი
ქვეოჯახი: ვარდყვავილოვანნი
გვარი: კომში
ლათინური სახელი
Cydonia

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


კომში, ბია (Cydonia) — მრავალწლოვანი მცენარის გვარი ვარდყვავილოვანთა ოჯახისა. არსებობს 1 სახეობა — ჩვეულებრივი კომში (Cydonia oblonda). კომში ტანდაბალი ხე ან ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1,5-5 მ აღწევს. ნაყოფი ყვითელია, მსხლისებრი ან ვაშლისებრი ფორმა აქვს, შებუსული ან შეუბუსავია. რბილობი მოთეთროა, მორკბო-მომჟავო ან მჟავე, არომატული. შეიცავს (%-ობით): 7,22-15,06 შაქარს, 0,24-1,26 ორგანულ მჟავებს, 0,18-0,98 პექტინს და სხვა. ამზადებენ მურაბას, კომპოტს, ხილფაფასა და სხვა. კომში ველურად იზრდება კავკასიაში, შუა აზიასა და ირანში. კულტივირებულია თითქმის ყველგან. ამრავლებენ თესლით ან ვეგეტატიურად. საქართველო კომშის ერთ-ერთი სამშობლოა, აქ ადგილობრივი წარმოშობის 75 ჯიში არსებობს. საუკეთესო ჯიშებია ლაგოდეხის მსხვილნაყოფა, ქართული მჟავე, შილდური საგვიანო, საკომპოტე და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კომში&oldid=2438920“-დან