ყაზახეთი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Қазақстан Республикасы
Республика Казахстан

ყაზახეთის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: My Kazakhstan
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ასტანა
51°10′N 71°30′E
უდიდესი ქალაქი ალმა-ატა
ოფიც. ენები ყაზახური, რუსული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი
  -პრ.-მინისტრი კარიმ მასიმოვი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
2,724,900 კმ² (მე-9)
 
  1.7%
მოსახლეობა
 - 2006 სავ.
 - 1999 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
15,217,711 (62-ე)
14,953,100
5.4 ად/კმ² (215-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$161,155 მილიარდი (56-ე)

$10,658 (66-ე)
აგი (2007) Green Arrow Up Darker.svg 0.794 (საშუალო) (73-ე)
ვალუტა ტენგე (KZT)
დროის სარტყელი (UTC +5სთ/ +6სთ.)
  -ზაფხულის დრო (UTC +5სთ/ +6სთ.)
ქვეყნის კოდი KAZ
ccTLD .kz
სატელეფონო კოდი +7

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: ყაზახეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Ķазаķстан; Qazaqstan Respublikasy.

[რედაქტირება] გეოგრაფია

ყაზახეთის რესპუბლიკა

ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთს, ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2.717.000 კვ.კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილი, ირტიში და იშიმი, ტბები - არალის, ბალხაშის და ზაისანის.

[რედაქტირება] სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია, საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი (1990 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება სენატისა (47 წევრი) და მაჟილისისაგან (67 წევრი).

[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა

ყაზახეთი ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად (oblys) და 3 ქალაქად (qalasy).

ოლქი მოსახლ. ფართ. ცენტრი
აკმეჩეთი 519.8 226 000 ყზილ-ორდა
აკმოლა 1006.8 92 000 ასტანა
აქტობე 595.2 300 600 აქტობე (აკტიუბინსკი)
ალმატი 2344.5 224 200 ალმატი
ატირაუ 383.5 118 600 ატირაუ (გურიევი)
დას. ყაზახეთი 538.4 151 300 ორალი (ურალსკი)
ყარაგანდი 1230.3 428 000 ყარაგანდა
კოსტანაი 1309.8 225 700 კუსტანაი
მანგიშთაუ 276.2 156 600 აქთაუ (შევჩენკო)
სამხ. ყაზახეთი 1723.1 117 300 შიმკენტი
პავლოდარი 880.7 124 800 პავლოდარი
აღმ. ყაზახეთი 1334.4 283 300 ოსკემენი (უსტ-კამენოგორსკი)
ჩრდ. ყაზახეთი 1167.9 123 200 პეტროპავლი (პეტროპავლოვსკი)
თარაზი 857.7 144 300 თარაზი (ჟამბილი)

[რედაქტირება] დემოგრაფია

  • მოსახლეობა - 16.763.000 (2003), მათ შორის 30% რუსი, 53% ყაზახი, 3,7% უკრაინელი, 2,5% უზბეკი, 2,4% გერმანელი.
  • სახელმწიფო ენები - ყაზახური და რუსული.
  • რელიგია - ისლამი და ქრისტიანობა.
  • დედაქალაქი - ასტანა (288 ათასი, 1997 წლის 1 დეკემბრიდან.
  • დიდი ქალაქები - ალმა-ატა (1.046 ათასი), ყარაგანდა (405), შიმკენტი (335), თარაზი (306), პავლოდარი (300).

[რედაქტირება] ეკონომიკა

ყაზახეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ქრომი, ნიკელი, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი, ტყვია, თუთია, ბოქსიტები, ოქრო, ურანი. ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 10%-ს, მრეწველობის - 30%-ს, დანაჩენი მომსახურებაზე მოდის. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია - ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. უკანასკნელ წლებში შესამჩნევია პროგრესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეროვნული ვალუტა - თენგე (KZT);

[რედაქტირება] უახლესი ისტორია

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა - ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კვ.კმ ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ს წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

[რედაქტირება] კულტურა

  • არქიტექტურა: ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი.
  • ლიტერატურა: ყაზახურ-უზბეკური ეპოსი - ალფამიში (XIX-XX სს.).
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე