ტაპირისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ტაპირისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Tapiridae | ||||||||||
| გვარი | ||||||||||
|
ტაპირები (Tapirus) |
||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ტაპირისებრნი (Tapiridae), ძუძუმწოვარი ცხოველების ოჯახი კენტჩლიქოსნების რიგისა. აქვთ მასიური ტანი, პატარა ხორთუმი დინგზე, მოკლე ყურები, კუდი და ფეხები (წინა ფეხებზე 4-4 თითი, უკანაზე 3-3). თითები ჩლიქებით მთავრდება. მათი სხეულის სიგრძე 180-250 სმ, სიმაღლე 75-120 სმ, მასა 200-300 კგ აღწევს, გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ყველაზე გავრცელებულია ამერიკული ტაპირი, რომელიც ფერად შავია, და ორთუკიანი ტაპირი, რომელიც ბირმაში, ტაილანდში, ნახევარკუნძულ მალაკასა და კუნძულ სუმატრაზე გვხვდება. ტაპირისებრნი ბინადრობენ ნოტიო-ჭაობიან ტყეში. მაკეობა 400 დღე-ღამე გრძელდება. შობს ერთ ნაშიერს. იყენებენ ტაპირისებრთა ხორცსა და ტყავს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 9, გვ. 659, თბ., 1985
სტატიის