ლიბანი
|
|||||
| ჰიმნი: Kulluna lil-watan lil 'ula lil-'alam | |||||
| დევიზი: كلنا للوطن للعلى للعلم | |||||
| დედაქალაქი | ბეირუთი |
||||
| უდიდესი ქალაქი | ბეირუთი | ||||
| ოფიც. ენები | არაბული | ||||
| მთავრობა | რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | მიშელ სულეიმანი | ||||
| -პრ.-მინისტრი | საად ჰარირი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
10,452 კმ²(166-ე) 1.6% |
||||
| მოსახლეობა - 2008 სავ. - სიმჭიდროვე |
4,196,453 (125-ე) 358 ად/კმ² (26-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2006მიახლ. $21.45 მილიარდი (103-ე) $6,100 (90-ე) |
||||
| აგი (2007) | |||||
| ვალუტა | ლიბანური ფუნტი (LBP) |
||||
| დროის სარტყელი | EET (UTC +2სთ.) | ||||
| -ზაფხულის დრო | EET (UTC +3სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | LBN | ||||
| ccTLD | .lb | ||||
| სატელეფონო კოდი | +961 |
||||
ლიბანი - ქვეყანა დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთითმას ესაზღვრება სირია, ხოლო სამხრეთით ისრაელი. მისმა მდებარეობამ ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და არაბულ სამყაროს შორის განაპირობა მისი მდიდარი ისტორია, კულტურული იდენტობა, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება.
ოსმალთა იმპერიის დაშლისა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლიბანი გახდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია.1943 წელს ლიბანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საფრანგეთის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია 1946 წელს დატოვეს.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ლიბანის რესპუბლიკა.
- არაბული: لبنان, Al Jumhuriyah al Lubnaniyah.
- ეტიმოლოგია: სახელი სავარაუდოდ მომდინარეობს არამეული laban-ისგან, რაც ”თეთრ მთებს” ნიშნავს.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ლიბანი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სირიასა და ისრაელს შორის. ფართობი - 10.400 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი მიშელ სულეიმანი (Michel Suleiman, 2008).
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (128 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა - 6 ოლქი (mohafazah).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 3 826 000 (2005), მათ შორის ლიბანელები - 79,5%, პალესტინელები - 9,0%, სომხები - 4%.
- სახელმწიფო ენა - არაბული, გავრცელებული ენებია ფრანგული, ინგლისური, სომხური.
- რელიგია - ლიბანის მოსახლეობა რთული კონფესიური შემადგენლობისაა. ისინი რამდენიმე რელიგიურ თემად იყოფიან, ესენია: ქრისტიანები - მარონიტები, მართლმადიდებლები, პროტესტანტები და მუსულმანები - სუნიტები, შიიტები, დრუზები.
- დედაქალაქი - ბეირუთი (1,170 ათასი).
- ქალაქები - ტრიპოლი (213), საიდა (149), სური (117).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები - კირქვა, რკინის მადანი, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- ექსპორტი - ტანსაცმელი, საიუველირო ნაწარმი, ხილი.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3.990 $.
- ვალუტა - ლიბანის ფუნტი (LBP).
[რედაქტირება] ისტორია
1943 წლამდე ლიბანი საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იყო. მოსახლეობის რთულმა ეთნო-რელიგიურმა შემადგენლობამ განაპირობა თავისებური პოლიტიკური სისტემის არსებობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მიიღეს ეროვნული ქარტია, რომლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ქრისტიანი მარონიტი, პრემიერ-მინისტრი - მუსულმანი სუნიტი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - მუსულმანი შიიტი. ეს შეთანხმება ეფუძნებოდა პირველი აღწერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის 60%-ს. მას შემდეგ აღწერა აღარ ჩატარებულა, რელიგიური შემადგენლობა კი სავარაუდოა, რომ მუსულმანთა უპირატესობით შეიცვალა. ეროვნული ქარტიის გადასინჯვის მცდელობამ გამოიწვია დაპირისპირება რელიგიურ თემებს შორის და ხანგრძლივი სამოქალაქო ომი, რაც დღემდე გრძელდება. ამას ემატება პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკების პრობლემაც, რის გამოც ქვეყანას მუდმივი დაძაბულობა აქვს ისრაელთან. 1982 წელს ისრაელის ჯარები შევიდნენ ლიბანის ტერიტორიაზე. 1985-2000 წლებში მათ დაკავებული ჰქონდათ ე.წ. ბუფერულ ზონაში ორ ქვეყანას შორის. 2005 წლის გაზაფხულზე სირიამ გაიყვანა თავისი სამხედრო კონტიგენტი ლიბანიდან.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ბაალბეკი - ტაძრების ნანგრევები (I ს.),
- ბიბლოსი - კლასიკური ხანის ნანგრევები და შუა საუკუნეების ქალაქის ნავსადგურის გარშემო,
- კადიშას ყელი - ლამაზი მთიანი პეიზაჟი, ლიბანური კედრების სიახლოვეს,
- ტრიპოლი - ჯვაროსანთა ციხე (XV ს.) და შუა საუკუნეების არაბული ქალაქი (XII ს.);
- სხვადასხვა: ტაძრები სიდონსა (XII ს.) და რაშაეში (XIII ს.), ტაძარი ბოფორი (XII ს.).
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Lebanon - International Religious Freedom Report 2010 U.S. Department of State. Retrieved on 14 February 2010.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||
|
|||||