არაკანის მთები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაკანის მთები
Burma topo en.jpg
მიანმარის ტოპოგრაფია. არაკანის მთები წაგრძელებული სახით დასავლეთითაა
ადგილმდებარეობა
კონტინენტი აზია
ქვეყანა მიანმარის დროშა მიანმარი
ინდოეთის დროშა ინდოეთი
გეოგრაფია
სიგრძე 800 კმ
უმაღლესი წერტილი ვიქტორია
სიმაღლე 3053 

არაკანის მთები (ბირმ. ရခိုင်ရိုးမ; რაქაინი, არაკან-იომა) — ქედი დასავლეთ მიანმარში, ნაწილობრივ ინდოეთში. გადაჭიმულია სამხრეთით მოდინის კონცხიდან ჩრდილოეთით მანიპურის შტატამდე დაახლოებით 800 კმ-ზე. სიმაღლე 3053 მ-მდე (მწვერვალი ვიქტორია). არაკანის მთები ალპების ასაკის რთული აგებულების ანტიკლინორიუმია. ძირითადი ქედების ბირთვი აგებულია ტრიასული და ცარცული თიხა-ფიქლებით, ქვიშაქვებით და კვარციტებით; ფრთებზე პალეოგენური დანალექი ქანებია. არაკანის მთები უმთავრესად საშუალო სიმაღლისაა, უახლესი ტექტონიკური მოძრაობების შედეგად დანაწევრებულია და აზევებული. ჩრდილოეთით პარარელულ ქედებში მოქცეულია ღრმა ეროზიულ-ტექტონიკური ხეობები. სამხრეთისაკენ მთათა სისტემა ვიწროვდება და დაბალ (150-200 მ) ბორცვიან მწკრივად იქცევა. გამოიყოფა ნაგის ბორცვები, ჩინის მთები და პატკაის ქედი. დასავლეთი ქარპირა ფერდობები შემოსილია ტენიანი სუბტროპიკული ტყით, აღმოსავლეთ ფერდობებზე 1000 მ ზემოთ მარადმწვანე მუხა და ფიჭვია. არაკანის მთების აღმოსავლეთ კალთაზე არის ქრომიტების საბადო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]