ლოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოსი
Wading moose.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ოჯახი: ირმისებრნი
სახეობა: ლოსი
ლათინური სახელი
Alces alces

ლოსი, ცხენირემი (Alces alces) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მამალი ლოსის სხეულის სიგრძე 3 მ, მასა 570 კგ აღწევს. დედალი უფრო პატარაა. ლოსს აქვს გრძელი ფეხები, ვიწრო, წვეტიანი ჩლიქები, მოგრძო თავი, ხორციანი ზედა ტუჩი, დიდი, მოძრავი ყურები, ყელის არეში კანოვანი გამონაზარდი, რომელიც ბალნითაა დაფარული. მამლის რქები ნიჩბისებურია და გვერდებისაკენ განზიდული; დედალი ურქოა. ლოსის სხეული უხეში ბეწვითაა დაფარული. კისრის ზედა ნაწილსა და მინდაოში ბეწვი გრძელია და ფაფარს წააგავს. ზამთრობით ლოსი ფერად მუქი მურაა, ზაფხულობით თითქმის შავი, ფეხები თეთრი აქვს. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიის ტყის ზონაში. იჭრება ტყე-ტუნდრაში, ტყე-ველსა და ველებზე. იკვებება ხის ყლორტებით, ქერქით, ბალახეულით, ხავსით, სოკოებით და სხვა. გვხვდება ერთეულებად ან ქმნის 5-8 (ზოგჯერ 20-მდე) სულისაგან შემდგარ ჯგუფებს. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. შობს 1-2 ნაშიერს. ძვირფასი სარეწაო ცხოველია (იყენებენ ხორცს, ტყავს).

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლოსი&oldid=2439066“-დან