ვიკიპედიიდან
კორსაკი (Vulpes corsak), მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 50-60 სმ აღწევს. აქვს წვრილი დინგი, დიდი, ფუძესთან გაფართოებული ყურები, წითურ-ნაცრისფერი ზურგი, მოთეთრო მუცელი. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, ყოფილ სსრკ-ში — ჩრდილოეთ კავკასიიდან იმიერბაიკალამდე, ჩრდილოეთით — ჩრდ. გ. 50°C-მდე. ბინადრობს ველებსა და ნახევრადუდაბნოებში. იკვებება უმთავრესად წვრილი მღრღნელებით, აგრეთვე ფრინველებით, ქვეწარმავლებით, მწერებით. სარეწაო ცხოველია. სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით.
- ქსე, ტ. 5, გვ. 680, თბ., 1980