ნუში

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუში
ნუში ყვავილობისას
ნუში ყვავილობისას
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: ვარდისნაირნი
ოჯახი: ვარდისებრნი
ქვეოჯახი: ქლიავისებრნი
სახეობა: ნუში
ლათინური სახელი
Prunus dulcis

ნუში (ლათ. Prunus dulcis, უწინ — Prunus amygdalus ან Amygdalus communis) — კურკოვანი კულტურა, ვარდისებრთა ოჯახის ქლიავისებრთა ქვეოჯახის მცენარე. იზრდება ქვიან და კლდოვან დამრეც ზედაპირზე ზღვის დონიდან 800-1600 მ (ბუხარის ნუში 2500 მ-მდე ადის), ამჯობინებს კალციუმით მდიდარ ნიადაგს. ირზდება მცირე ჯგუფებად (3-4 წამონაზარდიდან), რომლებიც ერთმანეთისგან 5-7 მეტრითაა დაშორებული. მზისმოყვარულია და ადვილად იტანს სიმშრალეს კარგად განვითარებული ფესვების სისტემის წყალობითა და ეკონომიური ტრანსპირაციით. ყვავილობს მარტ-აპრილში, ზოგან თებერვალშიც, ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. მსხმოიარობას იწყებს 4-5 წლის ასაკიდან და 30-50 წლამდე აგრძელებს. ცოცხლობს 130 წლამდე. მრავლდება თესლებითა და ფესვების წამონაზარდებით. იტანს −25°с ყინვას, თუმცა ვეგეტაციის დაწყების შემდეგ ადვილად ზიანდება გაზაფხულის ყინვებისგან. იზრდება ბუჩქის ან მცირე ზომის ხის სახით მოწითალო ფერის ტოტებით. აღწევს 3-8 მეტრს, ლანცეტისმაგვარი ფოთლებით, რითაც ალუბალს ემსგავსება.

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%98"-დან
პირადი ხელსაწყოები