მთავარი გვერდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა
პარაგვაი. იხილეთ აუცილებელი სტატიების სია. თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მათ დაწერაში.
რჩეული სტატია
ალპები — ერთ-ერთი უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდე. ალპების გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს 8 სახელმწიფოს ტერიტორია, ესენია: საფრანგეთი, მონაკო, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, გერმანია, ავსტრია და სლოვენია. ალპები გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, სიგანე 50-260 კმ. მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207,000 კმ².
ალპები დასავლეთი ევროპის ცენტრალური ნაწილის მაღალმთიანი ოლქია. იგი თავისი თოვლითა და ყინულებით კვებავს დასავლეთი ევროპის მრავალ დიდ მდინარეს და მათ შენაკადებს, დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და თანაც ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება. განსაკუთრებით გამორჩეულია ალპების გეოლოგიური აგებულების განსაკუთრებული სირთულე და მთების რელიეფის ფორმები. მთების მნიშვნელოვანი საერთო სიმაღლე, მათ მკვეთრად დანაწევრებასთან ერთად, განსაზღვრავს ვერტიკალური ლანდშაფტების ზონების მკაფიოდ გამოხატულ ცვლას და ტიპიური ალპური ლანდშაფტების ფართო განვითარებას. ამ თვისებების მიხედვით, ალპები გამოიყოფა როგორც ევროპის, განსაკუთრებით, დიდი ფიზიკურ გეოგრაფიული ოლქი...იცით თუ არა, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- ... მინერალურ წყალ ბორჯომისათვის დამახასიათებელი მოცისფრო-მომწვანო ფერის ბოთლი დაპატენტებულია და მას სახელად ეწოდება „ქართული მწვანე“ (Georgian Green, სურათზე)?
- ... პოლ მაკ-კარტნიმ ჯგუფ „ბითლზში“ თავისი ყველაზე ცნობილი სიმღერა „Yesterday“ სიზმარში დაწერა და თავდაპირველად მას ერქვა „ერბოკვერცხი“ (Scrambled Eggs)?
- ... ისლანდიური ეროვნული კერძი ჰაკარლი გრენლანდიური ზვიგენის გამომშრალი ხორცია?
- ... მონტენეგრო სერბეთს 2006 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე გამოეყო, რომელშიც მონაწილეთა 55,5%-მა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი?
- ... დღევანდელი კინგ-კროსის სადგურის ახლოს, ლონდონში, 1690 წელს მამონტის ჩონჩხი აღმოაჩინეს?
- ... იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი — 47 ძეგლი იტალიაშია?
- ... შუა ატლანტის ქედი, რომელიც ისლანდიიდან კუნძულ ბუვემდეა გადაჭიმული, ყველაზე გრძელი მთათა სისტემაა ოკეანეში?
სიახლეები
- ამერიკელი მომღერალი დონა სამერი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში.
- ფრანსუა ოლანდი (სურათზე) საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- იანოშ ადერი უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- ინდოეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა აგნი-V გამოსცადა.
- ჯიმ იონგ კიმი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად აირჩიეს.
- ტაურ მატან რუაკი აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტად აირჩიეს.
18 მაისი — ამ დღეს...
- 1804 : ნაპოლეონ I საფრანგეთის იმპერატორად გამოცხადდა.
- 1896 : აშშ-ის უზენაესი სასამართლო ისტორიულ საქმეში პლესი ფერგუსონის წინააღმდეგ ამართლებს საზოგადო ტრანსპორტში რასობრივი სეგრეგაციის ლეგალურობას „გაყოფილი მაგრამ თანასწორი“ დოქტრინით.
- 1944 : მმო : პოლონეთის ჯარები გენერალ-ლეიტენანტ ვლადისლავ ანდერსის (სურათზე) მეთაურობით ოთხთვიანი ბრძოლის შემდეგ მონტეკასინოს იღებენ იტალიაში.
- 1944 : დაიწყო ყირიმელი თათრების იძულებითი გასახლება სსრ კავშირის აღმოსავლეთ რეგიონებში.
- 1948 : ჩინეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო იუანის პირველი სხდომა ჩატარდა იმჟამად დედაქალაქ ნანკინში.
- 1989 : სტრატოვულკან წმინდა ელენეს ამოფრქვევამ ვაშინგტონის შტატში ასობით ჰექტარი მიწა გაანადგურა და 57 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1989 : ლიტვის სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ლიტვის დამოუკიდებლობის შესახებ.
დღის სურათი
| ვიკისაწყობი მედიის თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
| ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
| ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||