პორტალი:აზია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

Indian Eyes.jpg მოგესალმებათ პორტალი
„აზია“
Taj Mahal in March 2004.jpg Marina bay new IR.jpg
Азия • એશિય • 亚洲 • एशिया • ܐܣܝܐ • آسي • אסיה • Ասիա • 아시아 • Asia • Ασία
აზია
აზია - მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის ნაწილი. ევროპასთან ერთად შეადგენს ევრაზიის კონტინენტს. აზიას გარს აკრავს ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანე, წყნარი ოკეანე და ინდოეთის ოკეანე თავისი გარე ზღვებით, აგრეთვე ატლანტის ოკეანის შიგა კონტინენტური ზღვები. აზიასა და ევროპას შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი. ჩრდილოეთ ამერიკისაგან იგი გამოყოფილია ბერინგის სრუტით, ხოლო აფრიკისაგან - სუეცის არხით. კუნძულების საერთო ფართობი 2 მლნ კვ.კმ-ს შეადგენს.
რჩეული სტატია
ქვა ლურსმული წარწერით ლაგაშიდან.

შუმერი - (შუმერულად ki-en-gir) უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიაში ძვ. წ. VI -ძვ. წ. III ათასწლეულებში. დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა. სავარაუდოდ სწორედ შუმერებმა მოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა.

ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება დაევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით კლასების ჩამოყალიბება.(...სრულად)

რჩეული სურათი
ჩეოჯენგიონგ
ჩანჩქერი სამხრეთ კორეაში
აზიის რეგიონები

ცენტრალური აზია

ყაზახეთი · ყირგიზეთი · ტაჯიკეთი · თურქმენეთი · უზბეკეთი

აღმოსავლეთი აზია

ჩინეთი · ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანი) · იაპონია · ჩრდ. კორეა · სამხ. კორეა · მონღოლეთი

სამხრეთი აზია

ბანგლადეში · ბჰუტანი · ინდოეთი · მალდივის კუნძულები · ნეპალი · პაკისტანი · შრი-ლანკა

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია

ბრუნეი · მიანმარი · კამბოჯა · აღმოსავლეთი ტიმორი · ინდონეზია · ლაოსი · მალაიზია · ფილიპინები · სინგაპური · ტაილანდი · ვიეტნამი

სამხრეთ-დასავლეთი აზია

ავღანეთი · სომხეთი · აზერბაიჯანი · ბაჰრეინი · კვიპროსი · საქართველო · ირანი · ერაყი · ისრაელი · იორდანია · ქუვეითი · ლიბანი · ომანი · კატარი · საუდის არაბეთი · სირია · თურქეთი · არაბთა გაერთიანებული საამიროები · იემენი
კონფლიქტური ზონები
გეოგრაფია
  • გეოლოგიური სტრუქტურა. აზიის ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია უძველესი პლატფორმები: ციმბირის (ალდანის ფართან ერთად), ჩინეთ-კორეის, სამხრეთ ჩინეთის, ინდოეთის. ყველაზე მოძრავია ჰიმალაური და აღმოსავლეთ აზიური გეოსინკლინური სარტყელები. ნეოტექტონიკური მოძრაობებითაა მოცული აგრეთვე სხვადასხვა ასაკის სტრუქტურების ვრცელი ზოლი ჰისარ-ალაიდან ჩუკოტკის ნახევარკუნძულამდე. შუა, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, მალაის არქიპელაგი ხასიათდებიან ძლიერი სეისმურობით. კამჩატკაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ კუნძულზე მოქმედი ვულკანებია.
  • კლიმატი. კლიმატი იცვლება არქტიკულიდან ჩრდილოეთში, ეკვატორულით სამხრეთში. ევრაზიის პერიფერიებში კლიმატი ზღვიურია, სამხრეთში და აღმოსავლეთში - მუსონური, ხოლო შიგა რეგიონებში - კონტინენტური და მკაცრად კონტინენტური. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, ვერხოიანსკისა და ოიმიაკონის რაიონებში, გადის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სიცივის ზოლი. დედამიწაზე ყველაზე მეტი ნალექი მოდის ინდოეთის ქალაქ ჩერაპუნჯში, დაახლ. 12 ათასი მმ წელიწადში.
რელიგიები
ენები
კატეგორიები
რჩეული პიროვნება
რჩეული ქალაქი
ქაბული

ქაბული (სპარს. کابل; Kâb'l), ავღანეთის დედაქალაქი და უდიდესი აგლომერაცია დაახლოებით 2-4 მილიონი მოსახლეობით. ის ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული ცენტრია სტრატეგიული მდებარეობით მდ. ქაბულის ვიწრო ხეობაში, მაღალმთიან რაიონში ხიბერის უღელტეხილამდე. ქაბული ტაჯიკეთის საზღვართან დაკავშირებულია გვირაბით ჰინდუ კუშის მთებს ქვეშ. ის დაახლოებით 1800 მეტრი სიმაღლეზეა ზღვის დონიდან. ქაბულის მთავარ პროდუქციას სამხედრო ამუნიცია და დანადგარები, ტანსაცმელი, ავეჯი, ჭარხლის შაქარი წარმოადგენს, თუმცა განუწყვეტელმა ომებმა 1979 წლიდან ეკონომიკური პროდუქტიულობა საგრძნობლად შეამცირა. ქაბული დღემდე ყველაზე დანაღმულ ქალაქად რჩება მსოფლიოში.(...სრულად)

ისტორია
ჩინეთის ისტორიული რუკა, 1402

ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ. წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოვებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ დაიწყო იმპერატორი ქინ შიჰუანგდი-ს მიერ, დამწერლობის სისტემისა იძულებითი დადგენის (ძვ. წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ. (...სრუალდ)

კულტურა

მაჰაბჰარატა (სანსკ. महाभारत mahābhārata „თქმულება დიდ ბჰარატებზე“), ძველი ინდური ეპიკური პოემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩრდილეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის ინდოელი ხალხების თქმულებები და ლეგენდები. მისი აღმოცენების ხანად ითვლება ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი. თანამედროვე სახე მიიღო ახ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში.

წერილობითი ფორმით ძვ.წ.400 და ჩვ.წ. 400 წლებში ჩამოყალიბდა. მაჰაბჰარატა შეიცავს დაახლ. ასი ათას ორლექსეულს, რითაც იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოემაა.

მაჰაბჰარატა როგორც საგმირო, ასევე რელიგიურ-ფილოსოფიური ეპოსია. მის ავტორად მიჩნეულია ლეგენდარული პოეტი ვიასა, რომელსაც მაჰაბჰარატას შექმნა ღვთაება განეშამ შთააგონა.

პოემა შედგება თვრამეტი თავისა და ბოლოსიტყვაობისგან. ისევე როგორც არაბული ათასერთი ღამე, მისი მთავარი შინაარი გავრცობილია მრავალი პარალელური მოთხრობით და მოკლე ეპიზოდით. (...სრულად)

ლიტერატურა

არაბული ლიტერატურა წარმოიშვა VI საუკუნეში. უფრო ადრინდელი ნაშთები ჯერ კიდევ გაურკვეველი ტექსტების ფრაგმენტებს წარმოადგენს. VII საუკუნეში შექმნილმა ყურანმა ყველაზე ძლიერი გავლენა მოახდინა მთელს არაბულ კულტურასა და ლიტერატურაზე.

ყურანისა და ისლამური ცივილიზაციის შექმნამდე პერიოდს მუსლიმები ჯაჰილიიას ანუ "უცოდინარობის პერიოდს" უწოდებენ. ეს ტერმინი რელიგიურ უცოდინარობას მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში უკვე არსებობს წერილობითი ლიტერატურის ნაკვალევი, წამყვანი მაინც ზეპირმეტყველება იყო, რომელიც უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ნამდვილი წერილობითი ლიტერატურა ვითარდებს VI საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან. პირველი არაბულენოვანი ტექსტები ორი საუკუნის შემდეგ თავმოყრილ იქნება ორ კრებულში: მუ'ალაკა და მუფადდალიიატი. ეს ნაწარმოებებიც ვერ ქმნის სრულყოფილ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი იყო აღნიშნული პერიოდის ლიტერატურა, რომლიდანაც, სავარაუდოდ, მხოლოდ საუკეთესო ლექსები ან ნაწყვეტები იქნა შენახული. (...სრულად)

საჭირო სტატიები