ბერძნული ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერძნული ენა (Ελληνικά, IPA [e̞ˌliniˈka] — "ჰელენური") – ბერძნებისა და კვიპროსელების მშობლიური ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ბერძნულ ჯგუფს და დოკუმენტური არსებობის 3.500 წელს ითვლის. ძირითადად გავრცელებულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მიმდებარე კუნძულებზე და ასევე ნაწილობრივ ბულგარეთში, ალბანეთსა და თურქეთში.

ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: < 15 მლნ ადამიანი
  • ენის კოდი: el
  • სახელწოდება: el Ellēniki; en Greek; eo Greka
  • დამწერლობა: ბერძნული

განასხვავებენ ბერძნული ენის ფორმებს:[რედაქტირება]

  • ძველი ბერძნული - მკვდარი ენაა, ცნობილია ძვ. წ. X ს-დან ახ. წ. V ს-მდე. უძველესი ძეგლები არსებობს ძვ.წ. IX ს-დან: ჰომეროსის პოემები, ეპიგრაფიკა. IV ს-ში შეიქმნა საერთო ლიტერატურული ენა კოინე ატიკური დიალექტის საფუძველზე.
  • საშუალო ბერძნული ანუ ბიზანტიური - მკვდარი ენაა, ბიზანტიის სახელმწიფოს ენა პირველი საუკუნეებიდან XV ს-მდე.
  • ახალი ბერძნული - ცნობილია XV-XVI საუკუნეებიდან.

სტატუსი[რედაქტირება]

ოფიციალური ენა:

  1. კვიპროსი - თურქულთან ერთად.
  2. საბერძნეთი
  3. ევროპის კავშირი

გავრცელების არეალი:

  1. ალბანეთი - სამხრეთი ნაწილი, იტალია - სამხრეთი ნაწილი, ეგვიპტე, თურქეთი, საქართველო, ევროპისა და ამერიკის ქვეყნები.

ლექსიკა[რედაქტირება]

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა: Geia sou; Geia sas
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Kalos orisate; Chaire
  • გმადლობთ: Efcharisto; Efharisto poli
  • კი / არა: Ne / Ochi
  • გეთაყვა: Parakalo
  • ნახვამდის: Khairete; Andio sas

რიცხვები

  • 1 - ena, 2 - dío, 3 - tría, 4 - tessera, 5 - pente, 6 - eksi, 7 - epta, 8 - októ, 9 - ennea, 10 - deka

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ყაუხჩიშვილი ს.: ბერძნული ენა : სავარჯიშო მასალა პირველი კურსის სტუდენტებისათვის - ტფ., ნაკვ. 1 - : სახ. უნ-ტის გამ-ბა და ლითოგ., 1934.
  • რიტოვა მ.:ბერძნული ენა: დამხმ. სახელმძღვ. მე-4 კლასისათვის - თბ., ნაწ. 2 - : განათლება, 1981.