ტაი ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაი (სიამური) ენა, ტაილანდელების ენა, მიეკუთვნება ტაის ენებს. დამწერლობა სამხრეთ-ინდურ გრაფიკაზეა.

ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: 45 მლნ
  • ენის კოდი: th
  • სახელწოდება: th - Phasa thai; en - Thai; eo - Taja
  • დამწერლობა: ტაილანდური, ლათინური


ტაი ენას რამდენიმე ძირითადი დიალექტი აქვს: ცენტრალური (სიამური ანუ სტანდარტული ტაილანდური) - დაახლ. 20 მლნ, ჩრდილოური - დაახლ. 6 მლნ, ჩრდილო-აღმოსავლური - დაახლ. 20 მლნ, სამხრეთული - დაახლ. 5 მლნ. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფონეტიკურად და ნაწილობრივ - ლექსიკურად. ტაი ენას აქვს 20 თანხმოვანი და 24 ხმოვანი (18 მარტივი და 6 დიფთონგი. სიტყვაწარმოება უმეტესად კომპოზიციის მეშვეობით ხორციელდება. აფიქსების ნაცვლად იყენებენ დამხმარე სიტყვებს.

სტატუსი[რედაქტირება]

ოფიციალური ენა:


გავრცელების არეალი:

ტაილანდი, ვიეტნამი, ჩინეთი (იუნანი), ლაოსი


გრამატიკა[რედაქტირება]

...

ლექსიკა[რედაქტირება]

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Sawatdi
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Yin dee; Inde torn lap
  • გმადლობთ - Khawp khun
  • კი / არა - Chai; Dai / Mai; Maidai; Maichai
  • გეთაყვა - Daiprod; Garunah
  • ნახვამდის - Sawatdi; Laagan


რიცხვები

  • 1 - nyng, 2 - song, 3 - sa:m, 4 - si:, 5 - ha:, 6 - hog, 7 - ced, 8 - ped, 9 - kazh, 10 - sib

ლიტერატურა[რედაქტირება]