ზოროასტრიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზოროასტრული ტაძარი
ფარავაჰარი - ადამიანის სულის გამოსახულება დაბადებამდე და გარდაცვალების შემდეგ

ზოროასტრიზმი (ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა, ატროშანი, მაზდეანობა) (სპარს. زرتشتی‌گری) — ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალური რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქამენიდთა და პართთა იმპერიებში. რელიგია ასევე ცნობილია, როგორც ზარათუსტრიანიზმი.

ზოროასტრიზმის მიმდევართა გეოგრაფიული არეალი ერთ დროს ანატოლიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული და მათი რიცხვი მილიონებს შეადგენდა. მისი მიმდევრები დღეს სამხრეთ აზიაში, ირანსა და ამ ხალხთა უცხო ქვეყნების დიასპორაში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა რელიგია დღესაც ცოცხალი და დინამიურია.

რელიგიის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუშტრას მიაკუთვნებენ, რომელსაც დასავლეთში იცნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით - ზოროასტრით. მისი სახელის ეტიმოლოგია საკამათოა და რამდენიმე განსხვავებული ახსნა არსებობს. თანამედროვე სპარსული ფორმით წინასწარმეტყველის სახელი არის ზართოშთი (زرتشت).

ზოროასტრს მიზნად დაუსახავს რეფორმა ძველი ინდო-ირანული რელიგიური პრაქტიკისა, რომელიც ძველი ინდოეთის ვედური რელიგიის პარალელურად ვითარდებოდა.

ისტორიკოსთა თანახმად ზოროასტრი სპარსეთში, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე, ცხოვრობდა, თუმცა მისი ცხოვრების წლები ზუსტად ცნობილი არ არის. ზოგიერთი ცნობით ის ძვ. წ. XVIII და VI საუკუნეებს შორის მოღვაწეობდა, თუმცა პლატონი მას ძვ. წ. 64-ე საუკუნეს მიაკუთვნებს. ზოროასტრის დაწერილი უნდა იყოს გათას პოემების კრებული, რომელიც მის მიმდევართა მიერ ზეპირსიტყვიერებით შემონახულ იქნა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო პართიელთა და სასანიდთა პერიოდში ავესტა (რომლის მთავარი ნაწილი გათასი იყო) ხელნაწერებში იქნა გადატანილი.

ზოროასტრიზმი მონოთეისტურ რელიგიას შეიძლება მიეკუთვნოს, თუმცა მას დუალისტური ბუნება აქვს, ექვსი არსების სერიით (ფუნქციითა და სტატუსით ანგელოზთა მსგავსად), რომლებიც აჰურა მაზდას (უზენაესი არსება) თანმხლები არიან და ქმნიან კეთილისმყოფელ შვიდეულს და მეორე ბოროტი და დესტრუქციული შვიდეულით. სწორედ ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]