ქააბა
/
ქააბა (არაბ. الكعبة «კუბი») — კუბური ფორმის მუსლიმური სიწმინდე (შენობა) რომლის აგებაც ღმერთმა ოთხი ათასი წლის წინ დაავალა აბრაამს და ისმაელს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. გადმოცემის მიხედვით შენობა იმ ქვისგანაა აგებული, რომლიგანაც ადამის მიერ დაარსებული სამლოცველო იყო ნაშენები. ღმერთმა აბრაამს მოუწოდა, რომ კაცობრიობა აქ მოეყვანა სალოცავად[საჭიროებს წყაროს მითითებას]. დღესდღეობით ჰაჯის დროს უამრავი პილიგრიმი მოდის და ქააბას წინ შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: "უფლის სამსახურში ვართ აბრაამის მოწოდების საპასუხოდ" ირგვლივ ტარდება ტავაფის რიტუალი. მუსლიმებისთვის კააბა არის ქიბლა - ორიენტირი, რომლისკენაც იყურება ყველა მუსლიმი ლოცვის დროს.
ქააბას აგებულება [რედაქტირება]
ქააბის სიმაღლე შეადგენს 15 მეტრს. მისი სიგრძე და სიგანე არის 10 და 12 მეტრი. ქააბის კუთხეები შეესაბამება მსოფლიოს ოთხ მხარეს და შემდეგ სახელებს ატარებენ - «იემების» (სამხრეთი), «ერაყის» (ჩრდილოეთი), «ლევანტიური» (დასავლეთი) და «ქვის» (აღმოსავლეთი), სადაც ჩამონტაჟებულია შავი ქვა. ქააბა ნაშენია გრანიტისგან და დაფარულია ქსოვილით. შიგნით არსებობს ოთახი.