სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ვიკიპედიიდან

(გადამისამართდა გვერდიდან სამხრეთი აფრიკა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Republiek van Suid-Afrika
Republic of South Africa

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Nkosi Sikelel' iAfrika
დევიზი: Diverse People Unite
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი პრეტორია (ადმინისტრაციული)
კეიპტაუნი (საკანონმდებლო)
ბლუმფონტეინი (სასამართლოს)
უდიდესი ქალაქი იოჰანესბურგი
ოფიც. ენები აფრიკაანსი, ინგლისური და სხვა
მთავრობა რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა
ფართობი
 - საერთო
 
1,221,037 კმ² (25-ე)
მოსახლეობა
 - 2008 სავ.
 - სიმჭიდროვე
 
43.7 მილიონი (25-ე)
39 ად/კმ² (136-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$467,95 მილიარდი (25-ე)

$10,600 (76-ე)
აგი (2007) Green Arrow Up Darker.svg 0.674 (საშუალო) (121-ე)
ვალუტა რანდი (ZAR)
დროის სარტყელი (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი ZAF
ccTLD .za
სატელეფონო კოდი +27

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის განმასხვავებელი ნიშანია უსაზღვრო მრავალფეროვნება ყველაფერში. აქ ოფიციალურად 11 ენა ითვლება სახელმწიფო ენად. აქ პოლიტიკოსებს შორის შეხვდებით ტომის ბელადებს, რაბინებს, რეგბისტებს და ემიგრაციიდან დაბრუნებულ რევოლუციონერებს. აქ ერთ ქუჩაზე მუშაობენ ტრადიციული ექიმბაშები და საბირჟო ბროკერები. აქ ერთმანეთის გვერდით დგას ქოხმახები და ფეშენებელური სრა-სასახლეები. აქ 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში, იყო დაკანონებული აპარტეიდი - მოსახლეობის დაყოფა კანის ფერების მიხედვით.

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
  • ნაციონალურ ენებზე:
  • #ინგლისური - Republic of South Africa
  • #აფრიკაანსი - Republiek van Suid-Afrika
  • #ნდებელე - Repabliki we Sewula Afrika
  • #ქოსა - iRiphabliki ya Mzantsi Afrika
  • #ზულუ - Riphabliki yase Ningizumu Afrika
  • #პედი - Repabliki ya Afrika-Borwa
  • #სესუთო - Repabliki ya Afrika-Borwa
  • #სვატი - Riphabliki yase Ningizumu Afrika
  • #სეტსვანა - Repabliki ya Afrika-Borwa
  • #ჩივენდა - Riphabliki ya Afrika Tschimpembe
  • #ცონგა - Riphabuliki ya Afrika-Dzonga
  • ეტიმოლოგია: - სახელი აფრიკის კონტინენტის მიმართ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეწოდა.
  • ქვეყნის კოდი: ZA.

[რედაქტირება] გეოგრაფია

South Africa-CIA WFB Map.png

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში, უკავია აფრიკის კონტინენტის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი. იგი სამი მხრიდან ოკეანის წყლებითაა შემოფარგლული. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ნამიბია, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი. გარდა ამისა, მის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სახელმწიფო-ანკლავი - ლესოთო და სვაზილენდი.

  • ფართობი: 1.221.037 კვ.კმ.
  • ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ინჯასუტი 3.446; მდინარეები (კმ) – ორანჟი 1.750 (სულ 2.092), ლიმპოპო 1.600; ტბა - სენტ-ლუსია; კუნძულები - პრინც-ედუარდის კ-ბი 310 კვ.კმ; კლიმატი - ზომიერი თბილი.
  • ბუნებრივი რესურსები: ოქრო, ქრომი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ნიკელი, ფოსფატები, კალა, ურანი, ალმასი, პლატინა, სპილენძი, ვანადიუმი, მარილი, ბუნებრივი აირი.

[რედაქტირება] სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა (Jacob Zuma, 2009).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (400+90 წევრი).

[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია - 9 პროვინცია.

აღმოსავლეთი კაპლანდიგაუტენგოდასავლეთი კაპლანდითავისუფალი შტატიკვაზულუნატალილიმპოპომპუმალანგაჩრდილოეთი კაპლანდიჩრდილო-დასავლეთი
კეიპტაუნი

[რედაქტირება] სამფლობელოები

  • მარიონის კუნძულები
  • პრინც-ედუარდის კუნძული


[რედაქტირება] დემოგრაფია

იოჰანესბურგი


[რედაქტირება] ეკონომიკა

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 130 მლრდ $ (31-ე ადგილი); 1 სულზე - 3.210 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 5, მრეწველობა 35, მომსახურება 60.
  • ექსპორტი: ოქრო, ლითონი, ალმასი, კვების პროდუქტები.
  • ბიუჯეტი: 22,600 მლნ $.
  • ვალუტა: რანდი (ZAR).

[რედაქტირება] ტურიზმი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ძალაინ საინტერესო კოლორიტული ქვეყანაა, არაჩვეულებრივად მიმზიდველია თავისი სპეციფიკურობით, ფერწერული ლანდშაფტების და ველური ბუნების მრავალფეროვნები ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს ტურისტებისა. სამხრეთ აფრიკაში შეგვიძლია შევხვდეთ მეტისტებს, ინდოელებს, ინგლისელებს, ჩინელებს, ემიგრანტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ბოლო წლებში სამხ. აფრიკის რესპუბლიკა ხდება ძალიან პოპულარული ტურისტებისათვის სამხრეთ ნახევარსფეროში.ტურზიმის ყველასახეობიდან ამ ქვეყანაში ყველაზე დინამიურად ვითარდება ეკოლოგიური ტურიზმი, მრავალნაციონალური პარკები საშუალებას გვაძლევს, სამხ. აფრიკაში დავაკვირდეთ ცხოველების სამყაროს გარკვეულ პირობებში, ქვეყნის ტერიტორია შეგვიძლია დავყოთ რამოდენიმე ბუნებრივ სარტყელად,სავანის სარტყელი მოიცავს კრიუგერის სახ. ნაციონალურ პარკს, სადაც არის 137 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი, მათ შორის კამეჩები, სპილოები, ლეოპარდები, ლომები, ჟირაფები, ჰიპოტატამები. აფრიკის სამხრეთი ძალიან პოპულარულია ნადირობის მხრივ, აკრძალულია ნადირობა იშვიათ ცხოველებზე, ჟირაფი, შავი მარტორქა და ანტილოპა. აღსანიშნავია, მიწისქვეშა მარშუტები ძალიან პოპულარულია სპელეოლოგებს შორის.ეს მარშუტები აშენებული გვირაბებში კონგო, სიდვალა.გვირაბებში ძალიან კარგად შენარჩუნდა ნახატები, რომლების იყო დახატული პირველყოფილი ადამიანების მიერ.პრეტორია კომპაქტური და მოწესრიგებულია, დედაქალაქში ტურისტებს ემსახურება სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, აგრეთვე გასართობი ცენტრები.ატრაქციიდან უნდა აღნიშნოთ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახლი, ეკლესიის მოედანი, ოპერის შენობა. პრეტორიაში არის მოქმედი ალმასების მაღარო.კალინან მუზეუმში ტურისტებს შეუძლიათ გაეცნონ ალმასების დუბლიკატებს. საინტერესოა ის რომ მთავარ ქალაქად ითვლება არა პრეტორია არამედ იოჰანესბურგი- კონტინენტის ერთ-ერთი მეგაპოალისია, საქმიანი ინდუსტრიული და ფინანსური ცენტრია. დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქის პანორამა. გოლდ რიფ სიტი ძალაინ პოპულარული მუზეუმია ტურისტებს შორის.ის არის ღია ცის ქვეშ, აქ შეგიძლია გაიარო ძველ ქუჩებზე, შეგიძლია ნახო მუშების მიერ რეკონსტრუქცირებული სახლები.დაახლ. 200 კმ. იოჰანესბურგიდან არქიტექტორებმა, მხატვრებმა და მშენებლებმა შექმნეს ნამდვილი ოაზისი, რომელიც შედგება ხელოვნური კლდეებისა და ტროპიკული ტყეებისგან. ეს გასართობი კომპლექსი მსოფლიო მნიშვნელობისაა, რომელიც გვთავაზობს პრაქტიკულად შეუზღუდავ საშუალებებს კარგი დროის გასატარებლად. ტურისტები ეცნობიან ციხე-სიმაგრეებს, რომლებიც უ8ნდა ჩაითვალოს მერვე საოცრებად, ის გარშემორტყმულია ტროპიკული ტყით, რომელშიც არის დაახლოებით მილიონი ეგზოტიკური მცენარე. ძალიან დიდი რაოდენობითაა ჩაჩქერები და შადრევნები, ფერწერული მონუმნეტებითა და ძველი ტაძრები, ეს ყველაფერი იპყრობს ტურისტების ყურადღებას. ძალაინ ბევრი საინტერესო რამ ელით ტურისტებს დურბანეში, რომელიც პოპულარულია თავისი აღმოსავლური ბაზრით, პლიაჟებით და ა.შ. ტურსტებისათვის არსებობს უამრავი ექსკურსიული პროგრამები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ექსკურსია ღვინის რაონებში, სადაც არის დაახლ. 4000 ღვინის ფერმა.

[რედაქტირება] მემკვიდრეობა

ჰომინიდების ნასახლარები სხვადასხვა პროვინციებში; სენტ ლუსიას და დრაკენბერგის პარკები, მაპუნგუბვეს კულტურული ლანდშაფტი.


[რედაქტირება] ცნობილი სამხრეთ-აფრიკელები

[რედაქტირება] ისტორია

50-იანი წლებიდან თეთრკანიანი უმცირესობის მთავრობა აპარტეიდის პოლიტიკას ატარებდა, რაც 1991 წლამდე გაგრძელდა. 1994 წელს ნელსონ მანდელა პირველ შავკანიან პრეზიდენტად იქნა არჩეული. დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა სამხრეთ აფრიკაში განხორციელდა მშვიდობიანი ევოლუციური გზით და თავიდან იქნა აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება. აპარტეიდის დამხობის შემდეგ უკვე ორჯერ ჩატარდა არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სერიოზული სოციალური პრობლემები აქვს (სიღარიბე, დამნაშავეობა, განათლების დაბალი საერთო დონე), თანდათანობით მკვიდრდება დემოკრატია.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


რედ. აფრიკის ქვეყნები და ტერიტორიები (გაეროს სუბრეგიონები)
ჩრდილოეთი აფრიკა
LocationNorthernAfrica.png
ალჟირი · ეგვიპტე · ლიბია · მაროკო · სუდანი · ტუნისი · დასავლეთი საჰარა დასავლეთი აფრიკა
LocationWesternAfrica.png
ბენინი · ბურკინა ფასო · კაბო-ვერდე · სპილოს ძვლის ნაპირი · გამბია · განა · გვინეა · გვინეა-ბისაუ · ლიბერია · მალი · მავრიტანია · ნიგერი · ნიგერია · სენეგალი · სიერა-ლეონე · ტოგო
ცენტრალური აფრიკა
LocationCentralMiddleAfrica.png
ანგოლა · კამერუნი · ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა · ჩადი · კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა · ეკვატორული გვინეა · გაბონი · კონგოს რესპუბლიკა · სან-ტომესა და პრინსიპის კუნძულები აღმოსავლეთი აფრიკა
LocationEasternAfrica.png
ბურუნდი · კომორის კუნძულები · ჯიბუტი · ერიტრეა · ეთიოპია · კენია · მადაგასკარი · მალავი · მავრიკი · მოზამბიკი · რუანდა · სეიშელის კუნძულები · სომალი · ტანზანია · უგანდა · ზამბია · ზიმბაბვე
სამხრეთი აფრიკა
LocationSouthernAfrica.png
ბოტსვანა · ლესოთო · ნამიბია · სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა · სვაზილენდი სამფლობელოები და სხვა ტერიტორიები:
დიდი ბრიტანეთი: ინდოეთის ოკეანის ტერიტორია · წმ. ელენეს კუნძული · საფრანგეთი: მაიოტა · რეიუნიონი · პორტუგალია: მადეირა · ესპანეთი: კანარის კუნძულები · სუვერენული ტერიტორიები

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე