ძუძუმწოვრები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძუძუმწოვრები
Canis lupus
Canis lupus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
ლათინური სახელი
Mammalia
დაცვის სტატუსი

ძუძუმწოვრები (Mammalia) — ცხოველების კლასი ხერხემლიანების ქვეტიპისა. მათი სხეულის სიგრძე 1,5 სმ-იდან (ფუღუ) - 33 მ-ზე მეტია (ლურჯი ვეშაპი), შესაბამისად მასა - 1,5 გ-იდან, 190 ტ აღწევს. ჩვეულებრივ წაგრძელებული სხეული აქვთ, 5-5-თითიან 4 კიდურზე დაყრდნობილი. ზოგს (ცხენებსა და სხვა) ნაკლები თითი აქვს. ხელფრთიანების კიდურები ფრთებადაა გადაქცეული, ხოლო ფარფლფეხიანებისა - ფარფლებად. ცხოვრების ნირის შესაბამისად, ძუძუმწოვრებს თევზისებური სხეული აქვს, უკანა კიდურები არ გააჩნია. კანი ბალნით აქვთ დაფარული. ვეშაპებს, ბეჰემოთს და ზოგ სხვა ძუძუმწოვრებს ბალნიანი საფარველი მეორეულად რედუცირებული აქვს. კანის წარმონაქმნებია ბრჭყალი, ჩლიქი, ფრჩხილი, რქა, ქერცლი და სხვა. ძუძუმწოვრებს აქვთ მუშკის, თებოს, ოფლისა და სხვა ჯირკვლები. მნიშვნელოვანია სარძევე კირკვლები, რომელთა სეკრეტით დედა კვებავს თავის ნაშიერებს.

ლიტერატურა [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: