ვასაკასებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასაკასებრნი
Agalychnis callidryas.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ამფიბიები
რიგი: უკუდო ამფიბიები
ოჯახი: ვასაკასებრნი
ლათინური სახელი
Hylidae
დაცვის სტატუსი

ვასაკასებრნი (Hylidae) — უკუდო ამფიბიების ოჯახი, მათი სხეულის სიგრძე 2,5 — 13,5 სმ აღწევს. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე, მაგრამ ყველაზე მეტი რაოდენობით ბინადრობენ ტროპიკულ ამერიკასა და ავსტრალიაში. უმრავლესობა მეხეურ ცხოვრებასაა შეგუებული. ცნობილია 400-ზე მეტი სახეობა, მ. შ. ფილომედუზა, ჩანთოსანი ვასაკა, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში გვხვდება, თეთრი ვასაკა (გავრცელებულია ავსტრალიაში) და სხვა. 350-მდე სახეობას აერთიანებს ნამდვილი ვასაკას (Hyla) გვარი. მათგან ყველაზე ცნობილია ჩვეულებრივი ვასაკა (Hylidae arborea), რომელიც გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიასა და ირანში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ცხოვრობს ხეებზე. სხეული მწვანე აქვს, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს გარემოს შეფერილობის მიხედვით. წყალში ჩადის გამრავლების დროს. ყრის 1000-მდე კვერცხს. მეტამორფოზი გრძელდება 90 დღემდე. ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს. ცნობილია, რომ ჩვეულებრივ ვასაკას ტყვეობაში უცხოვრია 22 წელიწადს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 317, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე