რევანდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევანდი
Rheum rhabarbarum
Rheum rhabarbarum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: მატიტელასებრნი
გვარი: რევანდი
ლათინური სახელი
Rheum

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


რევანდი (Rheum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. ძლიერი ფესურა და მსხვილი ფესვები აქვს. ძირის ფოთოლი დიდი, მთლიანი ან დანაკვთული. ყუნწი — ხორციანი, წვნიანი; ღერო მთლიანი ან ღრუა, შიშველი ან ბუსუსებიანი; ყვავილი ორსქესიანია, ზოგჯერ მხოლოდ მამრობოთი. ნაყოფი სამწახნაგოვანი, ყავისფერფრთიანი თესლურაა. სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ჩრდილოეთი მონღოლეთი, ალთაი და ციმბირი. ცნობილია 30-მდე (სხვა მონაცემებით 49) სახეობა. ზოგი სახეობა კულტურაშია, როგორც ბოსტნეული, სამკურნალო და მთრიმლავი მცენარე. კულტურაში ცნობილია ტალღისებრი რევანდი (Rheum undulatum), კომპაქტური რევანდი (Rheum compactum) და შავი ზღვის რევანდი (Rheum rhaponticum). რევანდი კარგად უძლებს გაზაფხულის სუსხს 10°-მდე, ხარობს ნოყიერ და ზომიერად ტენიან ნიადაგზე. საჭმელად იყენებენ რევანდის ფოთლის ყუნწს, რომელშიაც 2,5% შაქარი, 3,5%-მდე ორგანული მჟავები, გარდა ამისა კალიუმის, კალციუმისა სხვა მარილებია. ამზადებენ კომპოტს, კისელს, მურაბას, ღვინოს და სხვას. ზოგიერთი რევანდის ფესვისაგან დამზადებულ პრეპარატს ხმარობენ მედიცინაში. რევანდი მრავლდება თესლით, ჩითილით, ფესურის დაყოფით. მოსავალს იღებენ დარგვიდან მეორე წელს — 50-80 ც/ჰა, ხოლო მე-6 და მე-7 წელს — 250-300 ც/ჰა.

ლიტერატურა[რედაქტირება]