ბანტენგი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბანტენგი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Bibos javanicus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ბანტენგი (Bibos javanicus)[1] — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე უკუდოდ 2 მ-მდეა, სიმაღლე მინდაოში 1,5 მ. ხარი მორუხო-მურა ფერისაა, ფური მოწითალო-მურა. გავრცელებულია მალაკისა და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულებსა და აგრეთვე მალაის არქიპელაგის კუნძულებზე. ცხოვრობს ვაკისა და მთის ტყეებში ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. ბანტენგის მოშინაურებული ფორმა, ე. წ. ბალის საქონელი (მიმდინარეობს კუნძულ ბალის სახელწოდებიდან), უმთავრესად სახორცეა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 194, თბ., 1977 წელი.