კამჩატკის ნახევარკუნძული
| კამჩატკის ნახევარკუნძული | |
| მდებარეობა | აზია |
| აკვატორია | წყნარი ოკეანე, ოხოტის ზღვა |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 472,300 კმ² |
| უმაღლესი მწვერვალი | კლიუჩევსკაია სოპკა, 4 750 მ. |
| ქვეყანა | |
| მოსახლეობა | 402,500 |
კამჩატკის ნახევარკუნძული (რუს. полуостров Камчатка) — მდებარეობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, წყნარ ოკეანესა (აღმოსავლეთით) და ოხოტის ზღვას (დასავლეთით) შორის. მისი სიგრძე დაახლოებით 1250 კმ-ია, ხოლო მთლიანი ფართობი 472,300 კმ². ნახევარკუნძულის გასწვრივ, სანაპიროსთან სიახლოვეს, მდებარეობს კურილია-კამჩატკის ღრმული (სიღრმე 10,500 მ).
კამჩატკის ნახევარკუნძული, მის სიახლოვეს მდებარე კომანდერის კუნძულებსა და კუნძულ კარაგინსკისთან ერთად შედის რუსეთის ფედერაციის კამჩატკის მხარის შემადგენლობაში. ნახევარკუნძულის მოსახლეობა შეადგენს 402,500 ადამიანს, რომელთა უმრავლესობაც რუსია, მაგრამ ასევე არიან კორიაკებიც. მოსახლეობის ნახევარზე მეტი, თავმოყრილია ქალაქ პეტროპავლოვსკში, იელიზოვოსა და მის შემოგარენში.
ნახევარკუნძულზე მდებარეობს კამჩატკის ვულკანები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.