ლუსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუსონის თანამგზავრული ფოტო
ლუსონის მდებარეობა ფილიპინების რუკაზე

ლუსონი — ფილიპინების ყველაზე დიდი კუნძული. წარმოადგენს ფილიპინების ეკონომიკურურად, პოლიტიკურად და კულტურულად უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ასევე ლუსონი ეწოდება სამი კუნძულისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც ამ კუნძულის გარდა მინდანაოს და ვისაიასსაც მოიცავს. სწორედ აქ მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი მანილა. კუნძული იყოფა რვა რეგიონად.

ამ კუნძულზე ძირითადად ფილიპინელები სახლობენ, თუმცა აგრეთვე მრავლად არიამ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც. აქ მცხოვრებთა ძირითადი სასაუბრო ენა მიეკუთვნება ბორნეო-ფილიპინური ჯგუფს და მალაი-პოლინეზიურ ჯგუფს. ასევე გავრცელებულიაესპანური ენა. მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიციზმის აღმსარებელია, თუმცა აქ მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი ბუდიზმის და ისლამის მიმდევარია.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ლუსონის ფართობი შეადგენს 104 688 კმ²-ს, ამ კუნძულს ფართობის მხრივ მსოფლიოს კუნძულებში 17-ე ადგილი უკავია. მოსახლეობის მხრივ კი მას მეხუთე ადგილი უკავია. აქ რამდენიმე მილიონიანი ქალაქი მდებარეობს მათგან აღსანიშნავია დედაქალაქი მანილა და კეზონ-სითი. კუნძულის რელიეფი საკმაოდ მთიანია, მრავლადაა ვულკანები და მაღალი მთები. უმაღლესი მწვერვალია პულაგი 2,922 მეტრ სიმაღლით. სხვა მაღალი მთებია: პინატუბო, მაიონი და ტაალი. ლუსონის დასავლეთი სანაპირო გაშენებულია სამხრეთ ჩინეთის ზღვის ზოლში (ლუსონის ზღვა ფილიპინების ტერიტორიულ წყლებში), აღმოსავლეთი სანპირო კი მდებარეობს ფილიპინების ზღვის ზოლში, ჩრდილოეთში მდებარე კუნძულებისგან კი გამოყოფილია ლუსონის სრუტის მეშვეობით.

ლუსონი მის სიახლოვეს მდებარე კუნძულებისგან გამოყოფილია მცირე სრუტეების მეშვეობით. რადგანაც ეს ტერიტორია მდებარეობს ტექტონიკურ ზოლში, აქ ხშირია მიწისძვრები და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები.

ისტორია[რედაქტირება]

ლუსონზე ადამიანები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან სახლობდნენ. ვიდრე ამ კუნძულზე ევროპლები მოვიდოდნენ აქ არსებობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი და ძლიერი სამეფო, ერთ-ერთი მათგანი იყო ტონდოს სამეფო. ტოდომ I ათწლეულიდან 1589 წლამდე იარსება. ლუსონზე პირველად ესპანელები XVI საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: