ინდოჩინეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდოჩინეთის ნახევარკუნძული
Indochina Peninsula.png
მდებარეობა აზია
აკვატორია სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სიამის ყურე, ბენგალის ყურე
ფართობი 2 მლნ კმ²
ქვეყანა ლაოსის დროშა ლაოსი, ვიეტნამის დროშა ვიეტნამი, კამბოჯის დროშა კამბოჯა, ტაილანდის დროშა ტაილანდი

ინდოჩინეთის ნახევარკუნძული ან უბრალოდ ინდოჩინეთი - რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს ინდოეთის აღმოსავლეთით და ჩინეთის სამხრეთით. ტერმინი პირველად იხმარა დანიური წარმოშობის ფრანგმა გეოგრაფმა მალთე კონრად ბრუუნმა 1810 წელს პარიზში გამოქვეყნებული წიგნში „Précis de la Géographie Universelle“.

ინდოჩინეთის სახელით მოიხსენიებენ შემდგომ ქვეყნებს: ლაოსი, ვიეტნამი, კამბოჯა და მიანმარი (იგ. ბირმა).

ისტორიულად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ყოველთვის განიცდიდნენ ინდოეთისა და ჩინეთის გავლენას. მაგალითად, კამბოჯა, ლაოსი, მიანმარი და ტაილანდი ინდური კულტურის გავლენის სფეროა და მცირე ზომით ჩინური. რაც შეეხება ვიეტნამს, აქ ჩინური კულტურის გავლენა იგრძნობა და ინდურის ნაკლებად.

რეგიონის ქვეყნებს, კოლონიალური წარსულიდან გამომდინარე, ასევე ყოვფენ დასავლური კულტურის გავლენის სფეროებად, მაგალითად, ფრანგულ ინდოჩინეთად მოიხსენიებენ: კამბოჯას, ლაოსს და ვიეტნამს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: