ენოტისმსგავსი ძაღლი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ენოტისმსგავსი ძაღლი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Nyctereutes procyonoides | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
| არეალი | ||||||||||||||
ენოტისმსგავსი ძაღლი (Nyctereutes procyonoides) — ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 65-80 სმ. გავრცელებულია იაპონიაში, ჩინეთში, კორეაში, უსურიისა და ამურის მხარეებში. ძვირფასი ბეწვის გამო აკლიმატიზებული იყო საქართველოში (ახმეტის, თიანეთის მუნიციპალიტეტებში, შიდა ქართლში, აფხაზეთში), მაგრამ ვინაიდან სახალხო მეურნეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, მასზე ნადირობა შეუზღუდველია. მძუნაობს ადრე გაზაფხულზე. მაკეობა გრძელდება 63 დღე. ყრის 6-8 თვალაუხელელ და უსუსურ ლეკვს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 160, თბ., 1979 წელი.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: