არქიპელაგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქიპელაგი (იტალ. Arcipelago – ასე უწოდეს ვენეციელებმა XIII საუკუნეში ეგეოსის ზღვას) — ერთმანეთთან ახლომდებარე, ერთნაირი წარმოშობისა და მსგავსი გეოლოგიური აგებულების კუნძულთა ჯგუფი, რომელიც განიხილება როგორც ერთიანი მთელი და აქვს საერთო სახელი. განასხვავებენ კონტინენტურ (ახალი მიწა), მარჯნისა (მარშალის კუნძულები) და ვულკანური (ჰავაის კუნძულები) წარმოშობის კუნძულებს.

მსოფლიოში უმთავრესი ხუთი უდიდესი არქიპელაგია: იაპონიის, ფილიპინების, ახალი ზელანდიის, დიდი ბრიტანეთის და ინდონეზიის. აქედან ფართობით უდიდესია ინდონეზიის არქიპელაგი.

2). საბერძნეთის არქიპელაგი, ეგეოსის ზღვის კუნძულების მოძველებული საერთო სახელწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]