ქურციკი
| ქურციკი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Gazella subgutturosa Güldenstädt, 1780 |
||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
|
|
ქურციკი, ჯეირანი (ლათ. Gazella subgutturosa) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 95-115 სმ, მასა 33 კგ აღწევს. გავრცელებულია მცირე აზიის, ამიერკავკასიის, შუა აზიის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში. წარსულში საქართველოს ფარგლებში ქურციკი გვხვდებოდა მცირე რაოდენობით შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში, საკმაოდ ბევრი იყო გარდაბნისა და სამგორის ველებზე, სადაც უწესრიგო ნადირობის შედეგად გაწყდა. 1,5 წლისა უკვე ზრდასრულია. მაკეობა 5-5,5 თვეს გრძელდება. აპრილ-მაისში შობს ერთ ან ორ თიკანს. ძირითადად ბალახეულით იკვებება. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.
გავრცელების არეალი [რედაქტირება]
ქურციკი გვხვდება ირანში, სომხეთში, ავღანეთში, პაკისტანში, მონღოლეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- გიორგაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 577, თბ., 1986 წელი.