ბჰუტანი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ྲུག་ཡུལ Druk Yul
ბჰუტანის სამეფო
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Druk tsendhen
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი თიმფუ
უდიდესი ქალაქი თიმფუ
ოფიც. ენები ინგლისური ენა, ჯონჰხა
მთავრობა მონარქია
  -მეფე ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი
ფართობი
 - საერთო
 
47,000 კმ² (131-ე)
მოსახლეობა
 - 2006 სავ.
 - 2005 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
2,232,291 (142)
672,425
46/კმ²/კმ² (149)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$4.39 მილიარდი (160-ე)

$5,477 (117-ე)
აგი (2007) Green Arrow Up Darker.svg 0.579 (საშუალო) (133-ე)
ვალუტა ნგულტრუმი (BTN)
დროის სარტყელი UTC +6სთ.
ქვეყნის კოდი BTN
ccTLD .bt
სატელეფონო კოდი +975

ბჰუტანი, სახელმწიფო აზიაში. სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთი ხოლო ჩრდილოეთიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ბჰუტანელები საკუთარ სახელწიფოს უწოდებენ დრუკ იული (འབྲུག་ཡུལ་), რაც ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მიწას ნიშნავს. ბჰუტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა. 1999 წლიდან ქვეყანაში აკრძალული იყო ტელევიზია, ინტერნეტი და მობილური ტელეფონები. თუმცა ბოლო წლებში ქვეყანამ დაიწყო აქტიური განვითარება, რასაც ხელს უწყობს ინტერნეტის აღდგენა, ასევე საერთაშორისო საჰაერო რეისების განახლებამ და უცხოური ინვესტიციების მეტ-ნაკლებმა შედინებამ ქვეყანაში. ბჰუტანის მოსახლეობა 691,141 ათასი ადმიანია. ქვეყნის ტერიტორია 38,394 კვ.კმ-ია, რომელიც დაკლებულ იქნა ჩინეთთან საზღვრის დემარკაციის შემდგომ (მანამდე 47,000 კვ.კმ).

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

ბჰუტანის ფიზიკური რუკა

მიუხედავად იმისა, რომ არსებობეს მოსაზრება, თითქოს ბჰუტანის ტერიტორია 2000 წლის წინაც იყო დასახლებული, ამის დოკუმენტური ან ნივთიერი მტკიცებულება არ არსებობს. ქვეყნის ისტორია ეპიზოდურადაა ცნობილი, რისი მიზეზიც ქვეყნის მაშინდელ დედაქალაქში პუნახკაში ხანძრის შედეგად განადგურებული ბიბლიოთეკაა. ამდენად, ქვეყნის ისტორია ნახევრად ლეგენდების დონეზა ცნობილი. ბუდიზმმა ქვეყანაში, როგორც მიიჩნევენ, ჯერ კიდევ II საუკუნეში შეაღწია. მეფემ, ტიბეტა სონგცემ ტამპომ, ლეგენდის თანახმად ქვეყნის ტერიტორიაზე ააშენა ორი ტაძარი (კაიჩუ ლაკხანგი პაროში და ჯამბეი ლაკხანგი ბუმტანგში), რომლებიც დღემდე არსებობენ და რელიგიური რიტულების აღსრულების უმნიშვნელოვანესი ადგილებია. ბჰუტანის ბუდიზმი, დრუკპა კაგიუ, სათავეს იღებს ცანგპა გიარე ეშე დორჟისაგან, რომელმაც ტიბეტში, ქალაქ რალუნგში, დააარსა მონასტერი დრუკი (დრაკონი). ტიბეტელი მღვდელი და მხატვარი ნგავანგ ნიამგალი (შაბდრუნგი) (1594—1651) 1616 წელს ხდება მეფე, მან შეძლო ბჰუტანის გაერთიანება, და დაიწყო აქტიური სამუშაოები დძონგოების ციხესიმაგრეების გასამაგრებლად. შაბდრუნგის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა სამოქალაქო ომმა მოიცვა, რომელიც თითქმის ორასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ორი დუარი (კარი). ასამიის კარი და ბენგალის კარი-ტერიტორიები, რომლებიც პირდაპირ გასასვლელს იძლეოდნენ მთებიდან მდინარე ბრახმაპუტრაზე.

ბჰუტანის ხელახალი გაერთიანება შეძლო მეფემ იუგენ ვანგჩუკმა. პირველი მეფე, რომელმაც 1907 წელს ჩამოაყალიბა ახალი დინასტია. 1920 წელს პირველმა მეფემ ხელშეკრულება გააუქმა ინგლისთან და ამით მისი მოკავშირე გახდა სამაგიეროდ კი მიიღო დაპირება, რომ ინგლისი მის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბჰუტანის იზოლაცია. მან შეძლო თავიდან აეცილებინა მსიფლიო ომებში მონაწილეობა.

ტაკშანგის მონასტერი

1949 წელს, როცა ინდოეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბჰუტანიც დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. თუმცა იზოლაციონალისტური პოლიტიკის გამო ქვეყანა არ იყო წარმოდგანელი არც გაეროში და არც საერთაშორისო ორგანიზაციებში, რის გამოც მსოფლიო ამ ქვეყანას განიხილავდა როგორც ინდოეთის გავლენის სფეროდ. საბოლოოდ ბჰუტანს ბრძოლა მოუწია, რათა გამხდარიყო გაეროს წევრი. 1952 წელს ტახტზე ადის ბჰუტანის მესამე მეფე ჯიგმე დორდჟი ვანგჩუკი, რომელიც იწყებს ზრუნვას ქვეყნის მოდერნიზაციისათვის. ჩინეთის ტიბეტში შეჭრის გამო ბჰუტანი იძულებული გახდა ინდოეთთან გაეფორმებინა სამხედრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბჰუტანის უსაფრთხოება ინდოეთს უნდა უზრუნველეყო. დღესაც ინდოეთია ბჰუტანის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ 1971 წელს გახდა ბჰუტანი გაეროს წევრი.

რინპუნგ ზონგი

ბჰუტანის მეოთხე მეფე, დჟიგმე სინგე ვანგჩუკი, ტახტზე ავიდა 1972 წელს. მისი მეფობისას ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტებისა და უცხოელების შეზღუდული რაოდენობა იშვებოდა. მეფემ უზრუნველყო ქვეყანა ახალი ინფრასტრუქტურით (ელექტროენერგია, ტელეფონები, გზები) თან ისე, რომ ეკოლოგიას მინიმალური ზარალი მიადგა. 1998 წელს მეფემ მართვა მინისტრთა საბჭოს გადასცა, რითაც უზრუნველყო აღმასულებელი ხელისუფლების მუდმივი ცვალებადობა. 2002 წელს ქვეყანაში დაარსდა ნაციონალური ტელევიზია (მანამდე ქვეყანაში ტელევიზია აკრძალული იყო). ბოლო წლებში ბჰუტანმა ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ის კვლავ მკაცრად იცავს ეროვნულ ტრადიციებს.

[რედაქტირება] ეკონომიკა

ნგულტრუმი ბჰუტანის ფულის ერთეულზე

ბჰუტანის აგრარული ქვეყანაა. მოსახლეობის 80% მიწათმოქმედება და სატყეო მეურნეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა. პარარელურად ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებით ზრუნავს ქვეყნის ფლორისა და ფაუნის შესანარჩუნებლად და ამიტომ ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაცულ ზონებადაა გამოცხადებული, სადაც ნადირობაც აკძალულია. სწორედ ამიტომ მეწარმეობის განვითარება ბჰუტანის ხელისუფლების გეგმებში არ შედის. ქვეყანაში ძირითადად მოყავთ ვაშლი, ფორთოხალი და გარკვეული ნაწილი ექსპორტზე გააქვთ. ძირითადი საექსპორტო ქვეყანა ინდოეთია, რომელზეც მთელი ექსპორტის 87,9 % მოდის. ინდოეთიდან იმპორტი კი ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის 71,3 % შეადგენს.

ქვეყნის ფულადი ერთეულია ნგულტრუმი. კურსი მიბმულია ინდურ რუპიაზე. 2006 წლის მიხედვით ერთი აშშ დოლარი 44,42 ნგულტრუმია. ქვეყნის მშპ შეადგენს 2.9 მილიარდ დოლარს წელიწადში. ბჰუტანის ხელისუფლება მშპ ზრდას არ აღიქვამს, როგორც მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საზომს. ისინი ორიენტირებული არიან ნაციონალური ბედნიერების ზრდის მონაცემებზე (Gross National Happiness).

ბჰუტანში კორუფცია ფაქტობრივად არ არსებობს. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) 2006 წლის მონაცემებით კორუფციის მიხედვით 32 ადგილზე იმყოფება.

[რედაქტირება] ენა

ბჰუტანის ოფიციალური ენაა — ძონ-კე, ტიბეტურის მსგავსი, რომელიც ტიბეტურ მართლწერას იყენებს

[რედაქტირება] რელიგია

დრუკპა კაგიუს ტიბეტური სკოლა ქვეყნის მოსახლეობის 70% მოიცავს, როგორც ოფიციალური რელიგია. ბჰუტანში ასევე გავრცელებულია ბუდისტური სკოლა ნინგმა და რელიგია ბონი. ქვეყნის სამხრეთით გავრეცელებულია ინდუიზმი (მოსახლეობის 25 %), მოსახლეობის 5 % მუსლიმანია.

[რედაქტირება] მოსახლეობა

ბჰუტანის ტურისტული რუკა(ქართულად)

2005 წლის მონაცემებით ბჰუტანის მოსახლეობა შეადგენდა 672 425 ადამიანს. თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში გაეროს და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები არ დაიშვებიან მსგავსი საქმიანობის ჩასატარებლად, აღნიშნული ციფრები ვერისათვის საეჭვოა. მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 3-ჯერ მეტი მოსახლე მაინც ცხოვრობს ვიდრე ესაა ცნობილი. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელია 2.11% წელიწადში. ქალაქის მოსახლეობა — 21%, სოფლის — 79%. სიცოცხის საშუალო ხანგრძლივობაა: მამაკაცებში — 66, ქალებში — 66.2 წელი.

ბჰოტია — ქვეყნის ძირითადი ეთნიკური ჯგუფი და ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს. 35% მოსახლეობისა ნეპალელები არიან. 15% წარჩოპხები.

[რედაქტირება] ტურიზმი

ქვეყანაში კვლავაც შეზღუდულია უცხოელი ტურისტების შესვლის რაოდენობა, ამას თან ემატება მომსახურების დაბალი დონე, რის გამოც ქვეყანაში არც ისე ბევრი ტურისტი ჩადის. უცხოელი ტურისტი, რომელიც ქვეყანაში ჩადის, წინასწარ ვალდებულია გადაიხადოს 200 დოლარი. მას ავტომატურად ახვედრებენ 3-ადგილიან სასტუმროს და ტურისტული ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ადამიანს. თან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 200 დოლარი უნდა იხადოს ყოველი შემდგომი დღისათვის. (http://tourism.gov.bt) 2005 წელს ქვეყანა მონახულა 13 000 ტურისტმა.

[რედაქტირება] ბმულები

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ace:Bhutan af:Bhoetan als:Bhutan an:Bután ar:بوتان arz:بوتان as:ভুটান ast:Bután az:Butan bar:Bhutan bat-smg:Butans bcl:Butan be:Бутан be-x-old:Бутан bg:Бутан bi:Bhutan bn:ভুটান bo:འབྲུག་ཡུལ། bpy:ভুটান br:Bhoutan bs:Butan (država) ca:Bhutan ceb:Bhutan crh:Butan cs:Bhútán csb:Bhutan cv:Бутан (патшалăх) cy:Bhutan da:Bhutan de:Bhutan diq:Butan dv:ބޫޓާން el:Μπουτάν en:Bhutan eo:Butano es:Bután et:Bhutan eu:Bhutan fa:بوتان (کشور) fi:Bhutan fiu-vro:Bhutan fo:Butan fr:Bhoutan frp:Botan fy:Bûtan ga:An Bhútain gd:Butàn gl:Bután - འབྲུག་ཡུལ gu:ભૂતાન haw:Butana he:בהוטן hi:भूटान hif:Bhutan hr:Kraljevina Butan hsb:Bhutan ht:Boutan hu:Bhután hy:Բութան ia:Bhutan id:Bhutan ie:Bhutan io:Bhutan is:Bútan it:Bhutan ja:ブータン jv:Bhutan kk:Бутан Патшалығы kn:ಭೂತಾನ್ ko:부탄 ks:भूटान ku:Bûtan (dewlet) kv:Бутан kw:Bhoutan ky:Бутан la:Butania lb:Bhutan li:Bhoetaan lij:Bhutan lmo:Bhutan ln:Butáni lt:Butanas lv:Butāna mk:Бутан ml:ഭൂട്ടാന്‍ mn:Бутан mr:भूतान ms:Bhutan na:Bhutan nah:Butan nds:Bhutan ne:भुटान nl:Bhutan nn:Bhutan no:Bhutan nov:Butan nv:Iiʼniʼ Tłʼiizhtsoh Bikéyah oc:Botan or:ଭୁଟାନ os:Бутан (паддзахад) pam:Bhutan pih:Buuten pl:Bhutan pms:Bhutan pnb:بھوٹان ps:بهوټان pt:Butão qu:Butan ro:Bhutan roa-rup:Bhutan ru:Бутан sah:Бутан scn:Bhutan sco:Bhutan se:Bhután sh:Butan (država) simple:Bhutan sk:Bhután sl:Butan (država) sq:Butania sr:Бутан sv:Bhutan sw:Bhutan ta:பூட்டான் te:భూటాన్ tg:Бутон th:ประเทศภูฏาน tl:Bhutan tpi:Bhutan tr:Bhutan tt:Бутан udm:Бутан (кун) ug:بۇتان uk:Бутан ur:بھوٹان uz:Bhutan vi:Bhutan vo:Butän war:Butan wo:Butaan wuu:不丹 yo:Bhutan zh:不丹 zh-min-nan:Bhutan zh-yue:不丹

პირადი ხელსაწყოები