იონჯა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იონჯა
Medicago littoralis
Medicago littoralis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: პარკოსნები
გვარი: იონჯა
ლათინური სახელი
Medicago

იონჯა (Medicago), მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. უმთავრესად ერთ- და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს 70—90 სმ (ზოგჯერ 150 სმ) სიგრძის ღეროები, რომლებიც ბუჩქს ქმნიან. ფოთოლი სამყურაა, ყვავილედი-მტევანი 15—20 კაშკაშა ყვავილით. ნაყოფი სპირალისებურად დახვეული პარკია. ოვალურთირკმლოსებრი თესლი ყვითელი ან მოყვითალო-წაბლაა. ფესვთა სისტემა მთავარღერძოვანი, მძლავრი და დატოტვილია, ნიადაგში ღრმად (5—10 მ-მდე) ჩადის. ცნობილია იონჯის 100 სახეობა, რომლებიც გავრცლებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. პირუტყვი იონჯის ყველანაირ საკვებს გემრიელად ჭამს, ადვილად ინელებს (მონელებადობა 70—80%-ს აღწევს). 100 კგ მწვანე მასა შეიცავს 21,7 საკვებ ერთეულს და 4,1 კგ მონელებად ცილას (პროტეინს); 100 კგ თივა — 45,3 საკვებ ერთეულს და 10,3 კგ მონელებად ცილას. იონჯის სამშობლოა ირანი, შუა აზია და კავკასიის მთები და მთისწინები. საქართველოში იონჯა ყველგან გვხვდება. გავრცელებულია სლავური ადგილობრივი და უნგრული ადგილობრივი ჯიშები. ადგილობრივი ჯიშია ქართული იონჯა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დალაქიშვილი მ., ქსე ტ. 5 გვ. 198, თბ., 1980
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იონჯა&oldid=2369921“-დან