ანგლო-ამერიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანგლო-ამერიკა
ფართობი 19 418 198,6 კმ²
მოსახლეობა 354 830 825
მოს. სიმჭიდროვე 18,3 კმ²-ზე
მოს. შემადგენლობა ანგლო-ამერიკელები
ქვეყნები 14
ენები ინგლისურის ვარიაციები
სასაათო სარტყელი UTC-04:00UTC-10:00

ანგლო-ამერიკა — ყველაზე ხშირად აღნიშნავს ამერიკის იმ რეგიონს, სადაც ძირითადი სალაპარაკო ენა ინგლისურია, სადაც ბრიტანულმა კულტურამ და ბრიტანეთის იმპერიამ მნიშვნელოვანი ისტორიული, ეთნიკური, ლინგვისტური და კულტურული გავლენა მოახდინა.[1] ანგლო-ამერიკა განსხვავდება ლათინური ამერიკისგან, სადაც გაბატონებულია რომანული ენები.[1]

გეოგრაფიული რეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი „ანგლო-ამერიკა“ ხშირად ძირითადად აშშ-სა და კანადას აღნიშნავს — ჩრდილოეთ ამერიკის ორ ყველაზე ხალხმრავალ ინგლისურენოვან სახელმწიფოს.[2] სხვა არეალები მოიცავს ანგლოფონურ კარიბებს, რომელთა შორისაცაა ბრიტანეთის ვესტ-ინდოეთი, ბელიზი, ბერმუდის კუნძულები, ასევე გაიანაც.

მნიშვნელოვანი ტერიტორია, სადაც ინგლისურენოვანი უმრავლესობა არ არის, მაგრამ პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური, გეოგრაფიული და ისტორიული მიზეზების გამო ხშირად ანგლო-ამერიკას მიაკუთვნებენ, არის კანადის ფრანკოფონული პროვინცია კვებეკი. ასეთივე ვითარებაა ესპანურენოვანი პუერტო-რიკოს შემთხვევაში, რადგან ის შეერთებული შტატების ტერიტორიაა.[3]

მოსახლეობის რაოდენეობა 2010[4]
ქვეყანა მოსახლეობა ფართობი მოსახ. სიმჭიდროვე
ანგილია დროშა ანგილია 14,764 91 კმ² 162.2 კმ²-ზე
ანტიგუა და ბარბუდის დროშა ანტიგუა და ბარბუდა 86,754 442.6 კმ² 196.0 კმ²-ზე
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები 310,426 10,010 კმ² 31.0 კმ²-ზე
ბარბადოსის დროშა ბარბადოსი 285,653 430 კმ² 664.3 კმ²-ზე
ბელიზის დროშა ბელიზი 314,522 22,806 კმ² 13.9 კმ²-ზე
ბერმუდის კუნძულების დროშა ბერმუდა 68,268 54 კმ² 1264.2 კმ²-ზე
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები 24,939 151 კმ² 165.2 კმ²-ზე
კანადის დროშა კანადა 34,255,000 9,984,670 კმ² 3.7 კმ²-ზე
კაიმანის კუნძულების დროშა კაიმანის კუნძულები 50,209 264 კმ² 198.2 კმ²-ზე
დომინიკის დროშა დომინიკა 72,813 751 კმ² 97.0 კმ²-ზე
ფოლკლენდის კუნძულების დროშა ფოლკლენდის კუნძულები 3,140 12,173 კმ² 0.3 კმ²-ზე
გრენადის დროშა გრენადა 107,818 344 კმ² 313.4 კმ²-ზე
გაიანის დროშა გაიანა 748,486 196,849 კმ² 3.8 კმ²-ზე
იამაიკის დროშა იამაიკა 2,847,232 10,831 კმ² 262.9 კმ²-ზე
მონსერატის დროშა მონსერატი 5,118 102 კმ² 50.2 კმ²-ზე
პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო 3,725,789 9,104 კმ² 409.2 კმ²-ზე
სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა სენტ-კიტსი და ნევისი 49,898 261 კმ² 191.2 კმ²-ზე
სენტ-ლუსიის დროშა სენტ-ლუსია 160,922 606 კმ² 265.5 კმ²-ზე
სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშა სენტ-ვინსენტი და გრენადინები 104,217 389 კმ² 267.9 კმ²-ზე
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო 1,228,691 5,128 კმ² 239.6 კმ²-ზე
ტერქსისა და კაიკოსის კუნძულების დროშა ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები 23,528 430 კმ² 104 კმ²-ზე
აშშ-ის დროშა აშშ 310,232,863 9,161,966 კმ² 33.9 კმ²-ზე
აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დროშა აშშ-ის ვირჯინის კუნძულები 109,775 346 კმ² 317.3 კმ²-ზე
სულ 354,830,825 19,418,198.6 კმ² 18.3 კმ²-ზე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "Anglo-America", vol. 1, Micropædia, Encyclopædia Britannica, 15th ed., Chicago: Encyclopædia Britannica, Inc., 1990. ISBN 0-85229-511-1.
  2. "North America" The Columbia Encyclopedia დაარქივებული 2007-02-06 საიტზე Wayback Machine. , 6th ed. 2001-5. New York: Columbia University Press.
  3. 2005–2009 Population and Housing Narrative Profile for Puerto Rico. U.S. Census Narrative Profile. U.S. Census (2005–2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 8, 2011. ციტირების თარიღი: May 19, 2011.
  4. CIA world factbook 2010