ტყის კატა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყის კატა
Wildkatze 002.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
გვარი: კატა
სახეობა: ტყის კატა
ლათინური სახელი
Felis silvestris

ტყის კატა (Felis silvestris), მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 58-75 სმ, მასა 6კგ, ზოგჯერ 10 კგ-მდე. სხეული მურა ნაცრისფერია, კუდის ბოლო — შავი, გვერდებსა და კუდზე განივი მუქი ზოლები გასდევს. ტყის კატა გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში, ყოფილ სსრკ-ში — მოლდავეთში, კარპატებში, კავკასიაში. ბინადრობს მთისა და ვაკის ტყეებში, კარგად დაცოცავს ხეებზე. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ზოგჯერ თავს ესხმის ირმისა და შვლის ნუკრს. მაკეობა 63 დღეღამემდე გრძელდება. შობს 3-4 კნუტს. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ტყის კატის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ტყის კატა (Felis silvestris caucasicus).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 10, გვ. 91, თბ., 1986
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები