იანძი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე იანძის პანორამა |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 6 418 კმ |
| აუზის ფართობი | 1 800 000 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ტიბეტის მთიანეთი |
| ჩაედინება | აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა |
იანძი (ჩინ. 長江 ჩანიანგი — „გრძელი მდინარე“; იანგძიიანგი ) — მდინარე ჩინეთში, ყველაზე გრძელი მდინარე აზიაში და მესამე მსოფლიოში. მისი სიგრძე 6 418 კმ-ია. სათავეს იღებს ტიბეტის მთიანეთში და ჩაედინება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ქალაქ შანხაის სიახლოვეს. იანძი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი მდინარეა. მის აუზში ჩინეთის მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს.
მდინარე ხუანხესთან ერთად, უდიდესია იანძის მნიშვნელობა ჩინეთის ისტორიაში, კულტურასა და ეკონომიკაში.