ხმელთაშუა ზღვა
ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილია და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა შემოსაზღვრული ჩრდილოეთიდან ევროპით, სამხრეთიდან აფრიკით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი აზიით. მისი ფართობია დაახ. 2,5 მილიონი კმ². ოკეანოლოგიაში მისი ალტერნატიული სახელებია ევროაფრიკული ხმელთაშუა ზღვა ან ევროპის ხმელთაშუა ზღვა სხვა ხმელეთშორისი ზღვებისგან განსასხვავებლად.
უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვა დატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის ამომავალ ერებს - ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს სავაჭრო და კულტურული გაცვლები ეწარმოებინათ. ხმელთაშუა ზღვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების მიზეზთა შეცნობაში.
სექციების სია |
სახელი[რედაქტირება]
ხმელთაშუა ზღვის ლათინური სახელია mediterraneus (medius, 'შუა' + terra, 'მიწა, ხმელეთი'), ბერძნულში "mesogeios".
ისტორიის მანძილზე მას ალტერნატიული სახელებიც ჰქონია. მაგ. რომაელები მას უწოდებდნენ Mare Nostrum (ლათ. ჩვენი ზღვა). ბიბლიაში მას მოიხსენიებენ, როგორც "დიდი ზღვა" ან "დასავლეთის ზღვა". თანამედროვე ებრაულში მას "ჰა-იამ ჰა-ტიხონ" (הים התיכון, შუა ზღვა) ჰქვია, რაც გერმანული ვერსიის Mittelmeer პირდაპირი ადაპტაციაა. თურქულად მას Akdeniz (თეთრი ზღვა) ჰქვია. არაბულად "ალ-ბაჰრ ალ-აბიად ალ-მუტავასიტ" (البحر الأبيض المتوسط, შუა თეთრი ზღვა). ბრიტანეთში მას არაფორმალურად შემოკლებით "The Med"-ს უწოდებენ.
ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებია: ესპანეთი, საფრანგეთი, მონაკო, იტალია, სლოვენია, ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ალბანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, სირია, ლიბანი, ისრაელი, კვიპროსი, მალტა, ეგვიპტე, ლიბია, ტუნისი, ალჟირი, მაროკო.
გეოგრაფია[რედაქტირება]
10 უდიდესი კუნძული[რედაქტირება]
| დროშა | კუნძული | ფათობი (კმ²) | მოსახლეობა |
|---|---|---|---|
| სიცილია | 25.460 | 5.048.995 | |
| სარდინია | 24.090 | 1.672.804 | |
| კვიპროსი | 9.248 | 803.147 | |
| კორსიკა | 8.680 | 299.209 | |
| კრეტა | 8.336 | 623.666 | |
| ევბეია | 3.684 | 218.032 | |
| მალიორკა | 3.640 | 869.067 | |
| ლესბოსი | 1.632 | 90.643 | |
| როდოსი | 1.400 | 117.007 | |
| ხიოსი | 842 | 51.936 |
კლიმატი[რედაქტირება]
| იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოემ | დეკ | |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მარსელი [1] | 13 | 13 | 13 | 14 | 16 | 18 | 21 | 22 | 21 | 18 | 16 | 14 |
| ბარსელონა [2] | 13 | 13 | 13 | 14 | 17 | 20 | 23 | 25 | 23 | 20 | 17 | 15 |
| ვალენსია [3] | 14 | 13 | 14 | 15 | 17 | 21 | 24 | 26 | 24 | 21 | 18 | 15 |
| ნეაპოლი [4] | 15 | 14 | 14 | 15 | 18 | 22 | 25 | 27 | 25 | 22 | 19 | 16 |
| მალაგა [5] | 16 | 15 | 15 | 16 | 17 | 20 | 22 | 23 | 22 | 20 | 18 | 16 |
| გიბრალტარი [6] | 16 | 15 | 16 | 16 | 17 | 20 | 22 | 22 | 22 | 20 | 18 | 17 |
| ათენი [7] | 16 | 15 | 15 | 16 | 18 | 21 | 24 | 24 | 24 | 21 | 19 | 17 |
| ირაკლიონი [8] | 16 | 15 | 15 | 16 | 19 | 22 | 24 | 25 | 24 | 22 | 20 | 18 |
| მალტა [9] | 16 | 16 | 15 | 16 | 18 | 21 | 24 | 26 | 25 | 23 | 21 | 18 |
| პაფოსი [10] | 18 | 17 | 17 | 18 | 20 | 24 | 26 | 27 | 26 | 24 | 22 | 19 |
| ლარნაკა [11] | 18 | 17 | 17 | 18 | 20 | 24 | 26 | 27 | 27 | 25 | 22 | 19 |
| ლიმასოლი [12] | 18 | 17 | 17 | 18 | 20 | 24 | 26 | 27 | 27 | 25 | 22 | 19 |
| ალექსანდრია [13] | 18 | 17 | 17 | 18 | 20 | 23 | 25 | 26 | 26 | 25 | 22 | 20 |
| თელ-ავივი [14] | 18 | 17 | 17 | 18 | 21 | 24 | 26 | 28 | 27 | 26 | 23 | 20 |
გეოლოგია[რედაქტირება]
ეკოლოგია[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- გრინპისის კამპანია "დავიცვათ ჩვენი ხმელთაშუ ზღვა": საფრთხეები, გადაწყვეტილებები და ფოტო პეტიციები
- პლანბლუა - ხმელთაშუა ზღვის რეგიონის გარემო და განვითარება
- [15] ხმელთაშუა ზვაზე გემების მოძრაობა.
- ხმელთაშუა ზღვის მიკრო ორგანიზმები: სურათები და ინფორმაცია

