ანდამანის ზღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
LocationAndamanSea.png

ანდამანის ან ბირმის ზღვაინდოეთის ოკეანის ნაწილი, მდებარეობს ბენგალის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ესაზღვრება ქვეყნები: სამხრეთით - ბირმისთვის (მიანმარი), დასავლეთით - ტაილანდისთვის, აღმოსავლეთით - ინდოეთისთვის (ანდამანის კუნძულები). ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უერთდება მალაკის სრუტეს.

ტრადიციულად, ეს ზღვა ყოველთვის გამოიყენებოდა სანაპირო ქვეყნებს შორის საქონლის გადაზიდვებში, განვითარებული იყო თევზჭერა. დღეს აქ მდებარე კუნძულები და მარჯნის რიფები ტურისტებს შორის საკმაოდ პოპულარულია. თევზჭერისა და ტურისტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა 2004 წლის ინდოეთის ოკეანის მიწისძვრამ და ცუნამმა.

ანდამანის ზღვის ფართობია 600 000 კმ², სიგრძე 1 200 კმ, სიგანე 645 კმ, საშუალო სიღრმე 1 096 მ, მაქსიმალური სიღრმე 4 198 მ.

კუნძული კო-პჰი-პჰი, ტაილანდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]