პაციფიდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაციფიდას კონტინენტი ჯეიმზ ჩუჩვარდის მიხედვით

პაციფიდა (ან პასიფიდა, აგრეთვე კონტინენტი მუ) — ჰიპოთეზის თანახმად, ჩაძირული კონტინენტი წყნარ ოკეანეში. ძველ მითებში თითქმის არსადაა მასზე მითითებული, მაგრამ ლეგენდებში გარკვეული მინიშნებები არსებობს მისი შესაძლო არსებობის თაობაზე.

აღდგომის კუნძული[რედაქტირება]

აღდგომის კუნძული — პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე საოცარი კუნძულია. მისი განცალკევებულობა, ამოუცნობი ცივილიზაცია, მოაის ქვის ქანდაკებები, კავშირი როგორც პოლინეზიასთან, ასევე სამხრეთ ამერიკასთან სულ ახალ-ახალ ვერსიებს ბადებს. ლეგენდების თანახმად, წინათ კუნძულზე ბევრად მეტი ადამიანი სახლობდა, თავად კუნძულის ტერიტორიაც უფრო მოზრდილი იყო, თუმცა, დროთა განმავლობაში წყალში ეშვებოდა და მისი ტერიტორიები ტალღების ქვეშ მოექცა. თანამედროვე გათვლებით, მოაის ქანდაკებების დასამზადებლად, ბევრად მეტ ადამიანს უნდა ემუშავა, რასაც თანამედროვე კუნძული ვერაფრით გამოკვებავდა. ანუ კუნძული უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ უხვმოსავლიანობის შემთხვევაში, კუნძული სრულიად თავისუფლად შესძლებდა საჭირო მუშა-ხელის საკვებით უზრუნველყოფას. გარდა ამისა, ზოგიერთ ძველ რუკაზე, კუნძულის სიახლოვეს, სხვა ტერიტორიებიც არის გამოსახული.

პოლინეზია[რედაქტირება]

მიიჩნევა, რომ პოლინეზიელები დასავლეთიდან გადმოსახლდნენ, თუმცა, მათ ლეგენდებში საკუთარი წინაპრები აღმოსავლეთიდან ჰყავთ წარმოდგენილი. ინდიელებთან პოლინეზილებს საერთო თითქმის არაფერი აქვთ, ამიტომ, დასაშვებია სადღაც შუალედური მიწის არსებობა. თუკი ოკეანეთის რუკასაც დავხედავთ, უამრავ ვულკანურ კუნძულს დავინახავთ. ვულკანები დღემდე აქტიურია, ამდენად, იოლად წარმოსადგენია, რომ პატარ-პატარა კუნძულები ერთიანი კონტინენტისგან იყოს გაჩენილი.

ევროპული მითოლოგია[რედაქტირება]

ძველ ევროპელებს აღმოსავლეთში ბევრი საოცარი ადგილი ჰქონდათ წარმოდგენილი, იმდროის რუკებზე ისეთ კუნძულებსაც შევხვდებით, რომელთაც არასდროს უარსებიათ. შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ძველი კარტოგრაფები ხშირ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, სცოდავდნენ, თუმცაღა, აქ ეპოქაც გასათვალისწინებელია. ძველი რუკების გარკვეულ ნაწილზე სამხრეთით მდებარე უხილავი კუნძულებია აღნიშნული, რაც თანამედროვე ავსტრალიის ადგილმდებარეობას უფრო შეეფერება, ვიდრე რაიმე ამოუცნობი ცივილიზაციის ტერიტორიას.

მეცნიერული ვერსიები[რედაქტირება]

წყალქვეშა კონსტრუქციები იონაგუნისთან (იაპონია) ახლოს, რომლებსაც ზოგი პაციფიდად მიიჩნევს

ოკეანის ფსკერზე პაციფიდის ძებნა თითქმის არასდროს მომხდარა. აქედან გამომდინარე, არც ფაქტები არსებობს რაიმეს დამადასტურებელი. ოკეანის ფსკერის ცნობილი კვლევებისას საეჭვო ადგილებში კონტინენტური ნარჩენების კვალი არ აღმოუჩენიათ, რაც მითიური პაციფიდის არსებობის ნივთიერი დადასტურება იქნებოდა.

პაციფიდას სახელით სხვა კონტინენტიც არის ცნობილი, რომელიც პირველი მოსწყდა გონდვანას. მის ადგილას ავსტრალია, ახალი ზელანდია და ოკეანეთის კუნძულები გაჩნდა. სწორედ ამით აიხსნება სამხრეთის კონტინენტისა და კუნძულების ფლორისა და ფაუნის განსხვავებულობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • a b c Le Plongeon, Augustus (1896). Queen Móo & The Egyptian Sphinx. The Author. pp. 277 pages.
  • a b Churchward, James (1926). The Lost Continent of Mu: Motherland of Man.
  • Haugton, Brian (2007). Hidden History. New Page Books. ISBN 978-1564148971,. Page 60.
  • a b De Camp, Lyon Sprague (1954; reprinted 1971). Lost Continents: Atlantis Theme in History, Science and Literature. Dover Publications. ISBN 978-0486226682.
  • Brennan, Louis A. (1959). No Stone Unturned: An Almanac of North American Pre-history. Random House. Page 228.
  • Witzel, Michael (2006). Garrett G. Fagan Routledge. ed. Archaeological Fantasies. London: Routledge. ISBN 978-0-415-30593-8. Page 220.