სომხური ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სომხური ენა
Հայոց լեզու [ჰაჲც ლეზ] ან
Հայերեն [ჰაჲერნ]
გავრცელებულია სომხეთის დროშა სომხეთი,
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
(არაა აღიარებული)
მოლაპარაკეთა რაოდენობა 6,4 მლნ.
ოფიციალური სტატუსი სომხეთის დროშა სომხეთი,
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
(საერთაშორისოდ არაა აღიარებული)
ლინგვისტური კლასიფიკაცია ევრაზიის ენები
ინდოევროპული ენები
პალეობალკანური შტო
ბერძნულ-ფრიგიულ-სომხური ჯგუფი
ფრიგიულ-სომხური ქვეჯგუფი
დამწერლობის სისტემა სომხური დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-1: hy
ISO 639-2: arm (B); hye (T)
ISO 639-3: hye

სომხური ენა (სომხ. Հայոց լեզու ჰაჲც ლეზ ან հայերեն ჰაჲერნ) მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახს, მაგრამ ის არის ასევე ამ ენათა ოჯახის ერთ-ერთი დამოუკიდებელი განშტოება.

სომხური ენა სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა. სომხურად მეტყველებენ ისტორიის ავ-ბედითობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, - მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა დროს გაბნეული და სამშობლოსგან მოშორებით უცხო მიწაზე დამკვიდრებული სომხები.

სექციების სია

სომხური ენის ფორმები[რედაქტირება]

ენათმეცნიერები განასხვავებენ სომხური ენის სულ სამ ფორმას:

ძველსომხური წერილობით ძეგლებში V საუკუნიდან არის დამოწმებული. გრაბარი, ანუ ძველსომხური, როგორც ლიტერატურული ენა, გამოიყენებოდა XIX საუკუნის ლამის შუა ხანებამდე, საეკლესიო სფეროში კი (მაგ.: ღვთისმსახურებისას) დღესაც გამოიყენებენ. გრაბარზე შემონახულია უაღრესად მდიდარი ლიტერატურა თეოლოგიური თემების, სხვადასხვა ისტორიული მოვლენების, პოეზიისა და ეპიკის შესახებ.
აღმოსავლეთსომხური არის სომხეთის რესპუბლიკის (და თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის) ოფიციალური ენა. აღმოსავლეთსომხურად ლაპარაკობენ ასევე ირანში, საქართველოსა და რუსეთში მცხოვრები სომხები.
დასავლეთსომხური თავდაპირველად ანატოლიაში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის შემდეგ ამ ენის გამოყენება შემცირდა, მაგრამ დღევანდელ თურქეთში მცხოვრები ბევრი სომეხი ახერხებს საკუთარი ენის, რელიგიისა და ტრადიციების დაცვა-შენარჩუნებას. დასავლეთსომხური არის ლიბანისა და ამერიკის შეერთებული შტატებში საკმაოდ გავლენიანი სომხური დიასპორის ენა.

სომხურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი დაახლ. 6,7 მილიონს აღწევს (1999 წლის მდგომარეობა), რომელთაგან 3 მილიონი სომხეთში ცხოვრობს.

დიალექტების ჰრაჩია აჭარჲანისეული კლასიფიკაცია[რედაქტირება]

1909 წელს სომეხმა ენათმეცნიერმა ჰრაჩია აჭარჲანმა სომხური ენის დიალექტები ტრადიციული (დასავლური, აღმოსავლური) დაყოფისაგან განსხვავებით, ჰრაჩია აჭარჲანმა სომხური ენა დიალექტების სამ მთავარ ჯგუფად დაჰყო:

  • დიალექტების „-უმ“-ჯგუფი;
  • დიალექტების „-კჷ“-ჯგუფი;
  • დიალექტების „-ელ“-ჯგუფი.

ამ კლასიფიკაციის მიხედვით, თბილისური (ავლაბრის) (ასევე ლორეს) სომხური პირველ, „-უმ“-ჯგუფს, ხოლო მეორე, „-კჷ“-ჯგუფს სოხუმის, სოჭის, წებელდისა და ადლერის სომეხთა მეტყველებაა მოხსენიებული.

ზოგადი ცნობები სომხური ანბანის შესახებ[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სომხური ანბანი.

სომხურს გააჩნია საკუთარი, ანბანური ტიპის დამწერლობა, რომელიც V საუკუნეში (გადმოცემის თანახმად, 405 წელს) ეკლესიის მსახურმა მესროპ მაშტოცმა გამოიგონა. მას შემდეგ სომხური ანბანი გამოიყენება როგორც აღმოსავლეთ სომხურის, ასევე დასავლეთ სომხურისთვის.

სომხური ანბანი შედგება 39 ასო-ნიშნისაგან, რომელთაგან 7 ხმოვანია, ხოლო დანარჩენი 32 ასო კი თანხმოვანი.

ქართული და სომხური ანბანი ტრანსკრიფციებითურთ[რედაქტირება]

ქართულ-სომხური პრაქტიკული ტრანსკრიფცია (სომხურად Վրաց - հայերեն տառադարձություն). [1]

ასო-ნიშანი სახელწოდება ტარ სახელწოდება
ანი Ա ա აჲბ
ბან Բ բ ბენ
გან Գ գ გიმ
დონ Դ դ და
ენ Է է
ვინ Վ վ ვევ
ზენ Զ զ ზა
თან Թ թ თო
ინ Ի ի ინი
კან Կ կ კენ
ლას Լ լ ლ´ჲუნ
მან Մ մ მენ
ნარ Ն ն ნუ
ონ Օ օ
პარ Պ պ პე
ჟან Ժ ժ ჟე
რაე Ր ր რე
სან Ս ս სე
ტარ Տ տ ტ´ჲუნ
უნ ՈՒ ու
ფარ Փ փ ფ´ჲურ
ქან Ք ք ქე
ღარ Ղ ղ ღატ
ყარ ԿՂ կղ კენ-ყატ
შინ Շ շ შა
ჩინ Չ չ ჩა
ცან Ց ց ცო
ძილ Ձ ձ ძა
წილ Ծ ծ წა
ჭარ Ճ ճ ჭე
ხან Խ խ ხე
ჯან Ջ ջ ჯე
ჰაე Հ հ ჰო

გრამატიკა[რედაქტირება]

სომხურ ენას გააჩნია კარგად განვითარებული დეკლინაციური სისტემა (შვიდი ბრუნვა), მაგრამ არ განასხვავებს სქესს.

ძველი სინთეზური ზმნური ფორმების უმეტესი ნაწილი ანალიტიკური კონსტრუქციებით (ანუ დამხმარე ზმნის მეშვეობით) შეიცვალა. სიტყვათა განლაგებით სომხურს ახასიათებს ძირითადად შემდეგი წყობა სუბიექტი/პრედიკატი/ობიექტი.

კონიუნქტივი ფუნქციონირებს მხოლოდ პრეზენსსა და პრეტერიტუმში და გამოიყენება ირიბი მეტყველებისას. სომხური იცნობს ოპტატივს და დეზიდერატივს. განუსაღვრელი არტიკლი აღმ. სომხურში არ არის მარკირებული, ხოლო დასავლეთსომხურში კი არსებითს მოსდევს იგი մը (მე).

არსებითი სახელი[რედაქტირება]

ზედსართავი სახელი[რედაქტირება]

ნაცვალსახელი[რედაქტირება]

პირის ნაცვალსახელი[რედაქტირება]

სომხურ პირის ნაცვალსახელს ქართულის მსგავსად სქესი არ გააჩნია.

მხ. რიცხვი მრ. რიცხვი
  • მე - ჲ
  • შენ - დ
  • ის - ნ, ნქე
  • ჩვენ - მნქ
  • თქვენ - დ
  • ისინი - ნრნქ, ირნქ

კუთვნილებითი ნაცვალსახელი[რედაქტირება]

კუთვნილებითი ნაცვალსახელი სომხურში ყოველთვის არსებითი სახელი წინ დგას.

მხ. რ. მრ. რ.
  • ჩემი -
  • შენი - ქ
  • მისი - ნრ,
  • ჩვენი - მ
  • თქვენი - ძ
  • მათი - ნრნც, ირნც

ზმნა[რედაქტირება]

რიცხვითი სახელი[რედაქტირება]

რაოდენობითი რიცხვითი სახელი[რედაქტირება]

რამდენი? - ინჩკან?
0 (ნული) ზერო - - - -
1 (ერთი) მეკ 21 (ოცდაერთი) ქსან მეკ 500 (ხუთასი) ჰინგ ჰარჲურ
2 (ორი) ჲერკუ(ს) 22 (ოცდაორი) ქსან ჲერკუ 600 (ექვსასი) ვეც ჰარჲურ
3 (სამი) ჲერექ 23 (ოცდასამი) ქსან ჲერექ 700 (შვიდასი) ჲოთ ჰარჲურ
4 (ოთხი) ჩორს 24 (ოცდაოთხი) ქსან ჩორს 800 (რვაასი) უთ ჰარჲურ
5 (ხუთი) ჰინგ 25 (ოცდახუთი) ქსან ჰინგ 900 (ცხრაასი) ინჷ ჰარჲურ
6 (ექვსი) ვეც 26 (ოცდაექვსი) ქსან ვეც 1000 (ათასი) ჰაზარ
7 (შვიდი) ჲოთ 27 (ოცდაშვიდი) ქსან ჲოთ 5000 (ხუთი ათასი) ჰინგ ჰაზარ
8 (რვა) უთ 28 (ოცდარვა) ქსან უთ 1 000 000 ((ერთი) მილიონი) მეკ მილიონ
9 (ცხრა) ინჷ 29 (ოცდაცხრა) ქსანინჷ 1900 (ათასცხრაასი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ
10 (ათი) ტას 30 (ოცდაათი) ჲერესუნ 1902 (ათასცხრაასორი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჲერკუ
11 (თერთმეტი) ტასნმეკ 40 (ორმოცი) ქარრასუნ 1906 (ათასცხრაასექვსი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ვეც
12 (თორმეტი) ტასნერკუ 50 (ორმოცდაათი) ჰისუნ 1917 (ათასცხრაასჩვიდმეტი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ტასნჲოთ
13 (ცამეტი) ტასნერექ 60 (სამოცი) ვათსუნ 1921 (ათასცხრაასოცდაერთი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ქსანმეკ ქსანმეკ
14 (თოთხმეტი) ტასნჩორს 70 (სამოცდაათი) ჲოთანასუნ 1924 (ათასცხრაასოცდაოთხი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჩორს
15 (თხუთმეტი) ტასნჰინგ 80 (ოთხმოცი) უთსუნ 1937 (ათასცხრაასოცდაჩვიდმეტი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ერესუნჲოთ
16 (თექვსმეტი) ტასნვეც 90 (ოთხმოცდაათი) ინნსუნ 1941 (ათასცხრაასორმოცდაერთი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ქარასუნმეკ
17 (ჩვიდმეტი) ტასნჲოთ 100 (ასი) ჰარჲურ 1945 (ათასცხრაასორმოცდახუთი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ქარასუნჰინგ
18 (თვრამეტი) ტასნუთ 200 (სამასი) ჲერკუ ჰარჲურ 1956 (ათასცხრაასორმოცდათექვსმეტი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჰისუნვეც
19 (ცხრამეტი) ტასნინჷ 300 (ოთხასი) ჲერეკ ჰარჲურ 1977 (ათასცხრაასსამოცდაჩვიდმეტი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჲოთანასუნ ჲოთ
20 (ოცი) ქსან 400 (ოთხასი) ჩორს ჰარჲურ 1998 (ათასცხრაასოთხმოცდათვრამეტი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ინნსუნუთ

რიგობითი რიცხვითი სახელი[რედაქტირება]

სომხურ ენაში რიგობითი რიცხვითი სახელი ოთხამდე (მეოთხემდე) უწესოდ იწარმოებენ ფორმებს, ხოლო ხუთიდან (მეხუთედან) კი ბოლოსართს (-ერორდ) დაირთავენ. რიგობითი რიცხვითი სახელი არ იბრუნვის მაშინაც კი, როცა ზედსართავის ფუნქციით გამოდის ფრაზაში, წინადადებაში. რიგობით რიცხვით სახელს შეიძლება ერთვოდეს არტიკლი, რომელიც სომხურში ბოლოსართაულია.

I - (პირველი) არაჯინ
II - (მეორე) ჲერკ´რორდ
III - (მესამე) ჲერრორდ
IV - (მეოთხე) ჩორრორდ
V - (მეხუთე) ჰინგერორდ
VI - (მეექვსე) ვეცერორდ
VII - (მეშვიდე) ჲოთერორდ
VIII - (მერვე) უთერორდ
IX - (მეცხრე) ინნერორდ
X - (მეათე) ტასერორდ
XI - (მეთერთმეტე) ტასნმეკ'ერორდ
  • 65-ე = ვათსუნჰინგერორდ
  • 28-ე = ქსანუთერორდ
  • 3-ე = ჲერრორდ

წილობითი რიცხვითი სახელი[რედაქტირება]

  • (ხუთი მეექვსედი) = ჰინგ ვეცერორდ
  • (ერთი მესამედი) = მეკ´ჲერორდ

უწესოდ იწარმოება „მეოთხედი“ და „ნახევარი“.

  • (ერთი მესამედი) = (მეკ´) კარრორდ
  • (სამი მეოთხედი) = ჲერეკ კარრორდ
  • (ერთი მეორედი) = კ´ეს
  • 3,5 (სამი მთელი ხუთი) = ჲერეკ უ კ´კეს

ლექსიკა: სიტყვები, მყარი გამოთქმები[რედაქტირება]

სომხური ენის ლექსიკაში შეინიშნება მსგავსებები (განსაკუთრებით სიტყვების ფუძე-ძირთა დონეზე) ბერძნულთან. სომხური შეიცავს მრავალ ნასესხობას ირანული ენებიდან (პართული, საშუალო სპარსული, სპარსული), ფრანგულიდან, ლათინურიდან და რა თქმა უნდა რუსულიდან (განსაკუთრებით ბევრი რუსიციზმი მოიპოვება ტექნიკურ ტერმინოლოგიაში და სასაუბრო ენაში.)

მისალმება[რედაქტირება]

  • გამარჯობა(თ)! - ბარვ (ძეზ)!
  • სალამი! - ვოხოჯუჲნ! ბარვ!
  • დილა მშვიდობისა! - ბარ ლუს, ბარ არავტ!
  • დღე მშვიდობისა! - ბარ რ' ! (რ-რბილი)
  • საღამო მშვიდობისა! - ბარ ჲერეკო!
  • ღამე მშვიდობისა! - ბარ გიშრ!
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! - ბარი გალსტ!
  • როგორ ბრძანდებით? - დუქ ვონც ქ?
    • როგორ ხარ? - ვონც ჲს?
    • როგორ გაქვთ საქმე(ებ)ი? - ვონც ე ძერ გორწრე?
    • როგორ გაქვს საქმე(ებ)ი? - ვონც ე გორწრდ?
      • კარგად - ლავ
      • მადლობა - შნორაკალუთჲუ
  • ... და თქვენ?, ... და შენ? - ისკ დქ?, ისკ დ?

დამშვიდობება[რედაქტირება]

  • ნახვამდის! - ცტესუთჲუნ!
  • აბა, დროებით! - ჰაჯღ!
  • ხვალამდე! - მინჩვ ვაღე!
  • მშვიდობით! - მნას ბარვ!
  • წარმატებას (გამართლებას) გისურვებ! - ჰაჯოღუთჲუნ!

გაცნობა[რედაქტირება]

  • რა გქვიათ? - ვონც ძერ ანნე?
    • რა გქვია? - ანუნტ ინჩ ?
  • მე მქვია ... - იმ ანუნ ...
  • რამდენი წლის ბრძანდებით? - ქანი ტარეკნ ექ დქ?
    • რამდენი წლის ხარ? - ქანი ტარეკნ ეს?
  • მე... წლის - ეს... ტარეკან ემ
  • საიდან ხართ? - ვორტეღც ექ დქ?
  • მე ... ვარ - ეს ...-იც
  • ძალიან სასიამოვნოა? - შატ ჰაჭელი
  • ჩემთვისაც (ძალიან სასიამოვნოა) - ინძ ლ ე შატ ჰაჭელ

კვირის დღეები[რედაქტირება]

  • ორშაბათი - ჲერკ´უშაბთი
  • სამშაბათი - ჲერექშაბთი
  • ოთხშაბათი - ჩორექშაბთი
  • ხუთშაბათი - ჰინგშაბთი
  • პარასკევი - ურბათ
  • შაბათი - შაბათ
  • კვირა - კ´ირაკ´ი

თვეები[რედაქტირება]

  • იანვარი - ჰუნვარ
  • თებერვალი - ფეტრვარ
  • მარტი - მარტ
  • აპრილი - აპრილ
  • მაისი - მაჲის
  • ივნისი - ჰუნის
  • ივლისი - ჰულის
  • აგვისტო - ოგოსტოს
  • სექტემბერი - სეპტემბერ
  • ოქტომბერი - ჰოქტემბერ
  • ნოემბერი - ნოჲემბერ
  • დეკემბერი - დეკტემბერ

ფერები[რედაქტირება]

  • ვერცხლისფერი - აეწათაგუჲნ
  • ყვითელი - დეღინ
  • ცისფერი - ჲრკნაგუჲნ
  • მწვანე - კანაჩ
  • ლურჯი - კაპუჲტ
  • წითელი - კარმირ
  • იისფერი - მანუშაკაგუჲნ
  • ნაცრისფერი - მოხრაგუჲნ
  • ნარინჯისფერი - ნარნჯაგუჲნ
  • წაბლისფერი - საგანაკაგუჲნ
  • ოქროსფერი - ვოსკეგუჲნ
  • შავი - სევ
  • თეთრი - სპიტაკ
  • ვარდისფერი - ვარდაგუჲნ

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
სომხურ ენაზე

ლექსიკონები, სახელმძღვანელოები[რედაქტირება]

  • შილაკაძე, ივანე: ახალი სომხური ენის გრამატიკა ქრესტომათიითა და ლექსიკონით : სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971.
  • მელიქსეთ-ბეგი, ლეონ: სომხურ-ქართული ლექსიკონი. თბილისი: ნეკერი, 1996.
  • გორგაძე, რამაზ, პოღოსიანი, ვ.: სომხურ-ქართული სასაუბრო / რედ.: ნ. საგანელიძე. თბილისი: განათლება, 1989.
  • ჩინჩალაძე, მ., პოღოსიანი, ვ.: ქართულ-სომხური სასაუბროები ლექსიკონითურთ. თბილისი: ინტელექტი, 1998.
  • ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ-რუსული სიხშირული ლექსიკონი. თბილისი: უმცირესობათა საკითხების ევრ. ცენტრი: საქ. ჩეხთა სათვისტომო "ზლატა პრაღა",2006.