ცენტრალური აზია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცენტრალური აზია

ცენტრალური აზია — ბუნებრივი რეგიონი აზიაში, ტერმინზე ზუსტი შეთანხმება არ არსებობს. როგორც წესი, იგი მოიცავს მხარეებს:

ფართობი დაახლოებით 6 მლნ კვ.კმ. ზეგნები და დაბლობები ქმნიან ორ ძირითად იარუსს, საშუალო სიმაღლე 500-1500 მ (გობი, ალაშანი, ორდოსი, ჯუნგარის და ტარიმის დაბლობები) და 4000-4500 მ (ტიბეტის ზეგანი), რომლებიც გაყოფილია და შემოსაზღვრულია მაღალი ქედებით — ტიან-შანი, კუნლუნი, ნანშანი, ყარაყორუმი და სხვა. კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, ნალექები დაბლობში 50-200 მმ-ია, მთებში — 500-1000 მმ წლიურად. რეგიონში ჭარბობს უდაბნოები და ნახევარუდაბნოები, ტიბეტის ზეგანზე - ცივი უდაბნოები.

ძირითადი ეკონომიკური და კულტურული ცენტრები[რედაქტირება]

ქალაქი ქვეყანა მოსახლეობა სურათი ინფორმაცია
ასტანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 700,000
(2009)
Astana1.jpeg ყაზახეთის დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი. აქ 1997 წელს ალმათი-დან ოფიციალურად გადმოიტანეს დედაქალაქი.
ალმათი ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 1,420,747
(2009)
1929 წლიდან 1997 წლამდე ყაზახეთის დედაქალაქი. აღიარებულია ყაზახეთის და რეგიონის ფინანსურ ცენტრად.
აშხაბადი თურქმენეთის დროშა თურქმენეთი 695,300
(2001)
PresidentialPalaceAshgabat.jpg თურქმენეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. შედარებით ახალგაზრდა ქალაქი. 1818 წელს ამ დასახელების სოფელი დააარსა რუსეთის იმპერიამ. ის მდებარეობს ნისასთან ახლოს, რომელიც პართიის დედაქალაქი იყო.[1][2]
ქაბული ავღანეთის დროშა ავღანეთი 3,000,000
(2008)
Kabul Skyline.jpg ავღანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი ქრისტეშობამდე 2000 - 1500 წლებშია დაარსებული.[3]
პეშავარი პაკისტანის დროშა პაკისტანი 2,955,254
(2006)
პაკისტანის რეგიონის ხაიბერ-პახტუნხვას დედაქალაქი, მდებარეობს ხაიბერის გადასასვლელთან, ავღანეთის საზღვართან ახლოს.
მეშჰედი ირანის დროშა ირანი 2,427,316
(2006)
ირანის სიდიდით მეორე ქალაქი. შიიტების ერთ-ერთი წმინდა ქალაქი.[4]
ურუმჩი ჩინეთის დროშა ჩინეთი 2,681,834
(2006)
სინძიანის რეგიონის დედაქალაქი და უიგურების კულტურული ცენტრი. 2000 წლის წინ ეს იყო აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ქალაქი.
მაზარი-შარიფი ავღანეთის დროშა ავღანეთი 300,600
(2008)
Mazar-e sharif - Steve Evans.jpg ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი და ბალხის პროვინციის დედაქალაქი.
ულან-ბატორი მონღოლეთის დროშა მონღოლეთი 1,067,472
(2008)
UlaanBaatar-2009.jpg მონღოლეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი 1639 წელს დაარსდა როგორც ბუდისტური ცენტრი. XX საუკუნეში ულანბატორი მნიშვნელოვან მანუფაქტურულ ცენტრად იქცა.
სამარყანდი უზბეკეთის დროშა უზბეკეთი 596,300
(2008)
Samarkand view from the top.jpg უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქი და სამარყანდის პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი სახელგანთქმული გახდა მისი აბრეშუმის გზაზე ცენტრალური მდებარეობის გამო და როგორც ისლამის სწავლების ცენტრი.
ბიშკეკი ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი 1,250,000
(2007)
Bischkek.jpg ყირგიზეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, აგრეთვე ჩუის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტაშკენტი უზბეკეთის დროშა უზბეკეთი 2,180,000
(2008)
Aerial view of Tashkent, Uzbekistan.JPG უზბეკეთის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ტაშკენტი წარმოიშვა ჩირჩიკის ნაპირზე მდებარე ოაზისიდან.[5]
ტუსი ირანის დროშა ირანი N/A Ferdowsi tomb1.jpg ხორასან რეზავის პროვინციის ანტიკური ქალაქი. ანტიკური ბერძნები მას სუსიას (ბერძ. Σούσια) უწოდებდნენ. ის ალექსანდრე მაკედონელმა ქრისტეშობამდე 330 წელს აიღო. ქალაქი 1220 წელს მონღოლებმა, ჩინგიზ-ყაენის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაანადგურეს.
დუშანბე ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი 679,400
(2008)
Dushanbe1.JPG ტაჯიკეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. უდშნბე ტაჯიკურად და სპარსულად ნიშნავს ორშაბათს[6]
ბუხარა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი 237,900
(1999)
Hanaka Bukhara.JPG ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქი და ბუხარას პროვინციის დედაქალაქი. ბუხარა სპარსული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, მის ადრეულ პერიოდში.
ნიშაპური ირანის დროშა ირანი 270,972
(2006)
Attar mausoleum0.jpg ქალაქი მდებარეობს ხორასან რეზავის პროვინციაში, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Konjikala: the Silk Road precursor of Ashgabat
  2. Konjikala, in: MaryLee Knowlton, Turkmenistan, Marshall Cavendish, 2006, pp. 40-41, ISBN 0-7614-2014-2, ISBN 978-0-7614-2014-9 (viewable on Google Books).
  3. The history of Afghanistan, Ghandara.com website
  4. Zabeth (1999) pp. 14-15
  5. Pulleyblank, Edwin G. 1963. "The consonantal system of Old Chinese." Asia Major 9 (1963), p. 94.
  6. D. Saimaddinov, S. D. Kholmatova, and S. Karimov, Tajik-Russian Dictionary, Academy of Sciences of the Republic of Tajikistan, Rudaki Institute of Language and Literature, Scientific Center for Persian-Tajik Culture, Dushanbe, 2006.