თეთრი ბუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| თეთრი ბუ | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Nyctea scandiaca | ||
| დაცვის სტატუსი | ||
თეთრი ბუ (Bubo scandiacus, სინონიმები Bubo scandiaca, Nyctea scandiaca), ფრინველი ნამდვილ ბუსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ტუნდრის ზონაში და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე. მომთაბარეა, ზამთარში ველების ზონამდე ინაცვლებს. თეთრ ბუმბულზე მეტ-ნაკლებად შესამჩნევი მურა ლაქები აქვს. მისი სხეულის სიგრძეა 55-65 სმ, ფრთების შლილი - 150-160 სმ, წონა - 1,5-2,5 კგ. კვერცხებს (3-11) დებს მაისის შუა ან ბოლო რიცხვებში ხავსით ამოფენილ ორმოში. კრუხობს ერთ თვემდე. იკვებება ლემინგებით და მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული თეთრი ბუს გამრავლების ინტენსივობაც.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 4, გვ. 638, თბ., 1979