ევრო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევრო
ინგლ. Euro
ბერძნ. Ευρώ
ბანკნოტები მონეტები
ბანკნოტები მონეტები
კოდი ISO 4217 EUR
ოფიციალური
მომხმარებლები
ევროკავშირი
არაოფიციალური
მომხმარებლები
გაერთიანებული სამეფოს დროშა აკროტირი და დეკელია

ანდორის დროშა ანდორა
მონტენეგროს დროშა ჩერნოგორია

შედგება 100 ევროცენტისაგან
სიმბოლო
მონეტები 1, 2, 5, 10, 20, 50 cent, €1, €2
ბანკნოტები €5, €10, €20, €50, €100, €200, €500
ცენტრალური ბანკი ევროპის ცენტრალური ბანკი
ვებ-გვერდი ecb.eu
გაცვლითი კურსი
( 11 ნოემბერი 2009 თვის)
1 USD = 0.6738 EUR
1 GEL = 0.4768 EUR
ევროს ლოგოს დახაზვის ოფიციალური სქემა.

ევრო (სიმბოლო: €; საბანკო კოდი: EUR) ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეული 300 მილიონი ევროპელისთვის ევროგაერთიანების შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, პორტუგალია და ესპანეთი, რომელსაც კოლექტიურად ევროზონასაც უწოდებენ. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად ევრო ასევე ოფიციალური ვალუტაა შემდეგი არა-წევრი ქვეყნებისთვის: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევრო დე-ფაქტო ვალუტაა ანდორაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.

ევრო მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე როგორც სააღრიცხვო ვალუტა შემოვიდა 1999 წელს, ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები კი შემოღებულ იქნა 2002 წელს. ევროგაერთიანების ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს ევროზონას იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხობენ გარკვეულ მონეტარულ მოთხოვნებს, ევროს გამოყენება ვალდებულებაა ევროკავშირის ყველა ახალი წევრისთვისაც.

ევროს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) და ევროპის ცენტრალურ ბანკთა სისტემა (რომელშიც წევრ ქვეყანათა ცენტრალური ბანკები შედის). როგორც დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი, ეცბ-ს ერთპიროვნული უფლება აქვს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის. ეცბს მონაწილეობს პანკნოტების ბეჭდვაში, მონეტების ჩამოსხმაში და მათ სისტემაში გავრცელებაში ყველა წევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ევროზონის საგადამხდელო სისტემის ფუნქციონირებაში.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D"-დან
პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე