ყარსაღი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყარსაღი
Alopex lagopus qtl1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: ძაღლისებრნი
ლათინური სახელი
Alopex lagopus

ყარსაღი (ლათ. Alopex lagopus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 50-75 სმ, მასა 6-10 კგ. აღწევს. აქვს მოკლე, მახვილი დინგი, პატარა მომრგვალებული ყურები, მოკლე თათები, სქელი და რბილი ბეწვი. შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ თეთრ ყარსაღს (ზამთრობით სავსებით თეთრია, ზაფხულობით — მონაცისფრო-მურა) და ცისფერ ყარსაღს (ზამთარ-ზაფხულ ბოლისფერ-ნაცრისფერია). ყარსაღი გავრცელებულია ევრაზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ტუნდრასა და ტყე-ტუნდრაში. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით და მათი კვერცხებით, ლეშით, კენკრით. შობს 7-12 ნაშიერს. ყარსაღი მნიშვნელოვანი სარეწაო ნადირია. განსაკუთრებით ძვირფასია ცისფერი ყარსაღის ტყავი.

ლიტერატურა[რედაქტირება]