გიბონისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გიბონისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Hylobatidae | ||||||||||
| გვარი | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
გიბონისებრნი (Hylobatidae), მაიმუნების ოჯახი პრიმატების რიგისა. აქვთ მეტად გრძელი წინა კიდურები, რომელთა შლილი 2 მ აღწევს და მცირე ზომის საჯდომი კორძები. კუდი და ლოყისუკანა პარკები არ გააჩნიათ. ოჯახში ორი გვარია სიამანგი და გიბონები (Hylobates). გიბონი აერთიანებს 6 სახეობას, რომელთა სხეულის სიგრძეა 40-64 სმ, წონა 4-8 კგ. გიბონისებრნი გავრცელებული არიან სამხრეთ ჩინეთში, ინდოჩინეთში, სუმატრაზე, იავაზე, კალიმანტანზე. ხროვებად ცხოვრობენ ხეებზე. წინა კიდურების მეშვეობით დახტიან ტოტიდან ტოტზე ან ხიდან ხეზე (აკეთებენ 10-12 მ სიგრძის ნახტომებს), დარბიან ხის ტოტებზე. იკვებებიან მცენარეების ნაყოფებით, ფოთლებით, მწერებით, ფრინველის კვერცხით და მართვებით. მაკეობა 7-8 თვეს გრძელდება. სქესობრივად 5-10 წლისანი მწიფდებიან. ცოცხლობენ 30-35 წლამდე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 3, გვ. 151, თბ., 1978
სტატიის