სპილენძი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თვითნაბადი სპილენძი (დაახ. 4 სმ სიგრძის)
Cu 29
63,546
[Ar] 3d10 4s1
სპილენძი

სპილენძიქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Cu (ლათ. Cuprum, კუნძულ კვიპროსის სახელწოდებიდან მოდის[1]) და მისი ატომური ნომერია 29. იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეთერთმეტე ჯგუფში. სუფთა სპილენძი გარეგნულად მოწითალო-მოვარდისფროა მცირე ოქროსფერი ელვარებით, რბილი და კარგად ჭედადი ლითონია. იგი კარგი ელექტრო- და თბოგამტარიცაა, რის გამოც იგი გამოიყენება ელექტროგამტარებისა (სადენების) და თბოგამტარების დასამზადებლად. გამოიყენება ასევე საშენ მასალად და მრავალი შენადნობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია.

სპილენძი და მისი შენადნობები უძველესი პერიოდიდან გამოიყენება. ადრე მას მოიპოვებდნენ კუნძულ კვიპროსიდან, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება: Cyprium, "ლითონი კვიპროსიდან", მოგვიანებით შემოკლდა და მივიღეთ მისი ამჟამინდელი სახელწოდება - Cuprum. შესაძლოა იქ უკვე აღარ იყოს სპილენძის საკმარისი რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებდა თანამედრო მაღალ მოთხოვნას ამ ლითონზე.[2] ზოგიერთ ქვეყანას, როგორებიცაა ჩილე და აშშ, ჯერ კიდევ აქვთ სპილენძის მნიშვნელოვანი მარაგი, რომელსაც ისინი დიდი ღია კარიერების საშუალებით მოიპოვებენ.

სპილენძის ნაერთები ხშირად გვხვდება როგორც სპილენძის მარილები Cu2+ იონით, რაც უმეტესად ლურჯ ან მწვანე შეფერილობას აძლევს ფირუზის მსგავს მინერალებს, რომელთაც გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ პიგმენტების სახით. სპილენძის არქიტექტურული სტრუქტურის საბოლოო კოროზიის შედეგად ვიღებთ დამახასიათებელი მწვანე ფერის პატინას. სპილენძს, როგორც ლითონის ასევე პიგმენტური მარილის სახით, მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს დეკორატიულ ხელოვნებაში.

სპილენძის იონები Cu2+ იხსნება წყალში, სადაც დაბალი კონცენტრაციით ფუნქციონირებენ როგორც ფუნგიციდები, ხეების ჭიებისგან დამცველი და ანტიბაქტერიული ნივთიერებები. გარკვეული რაოდენობით სპილენძის მარილები შესაძლოა შხამიანი აღმოჩნდეს მაღალი ორგანიზმებისთვისაც. მიუხედავად საყოველთაო ტოქსიკურობისა მაღალი კონცენტრაციით, დაბალი კონცენტრაციით Cu2+ იონი არსებითი ბიოგენია ყველა მაღალი ნარგავისა თუ ცხოველის ცხოვრებაში. ცხოველებში და ადამიანში დიდი რაოდენობითაა კანის ქსოვილში, ღვიძლში, კუნთებსა და ძვლებში. იგი მოქმედებს როგორც თანაფაქტორი სხვადასხვა ფერმენტებსა და სპილენძზე დაფუძნებულ პიგმენტებში.

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: