იორდანია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
المملكة الأردنية الهاشمية
იორდანიის ჰაშემიტური სამეფო
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: عاش المليك
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ამანი
31°57′N 35°56′E
უდიდესი ქალაქი ამანი
ოფიც. ენები არაბული ენა
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
  -მეფე აბდულა II
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
89,342 კმ²(112-ე)
 
  ~0.01%
მოსახლეობა
 - 2007 სავ.
 - 2004 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
5,924,000 (110-ე)
5,100,981
64/კმ² (131-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2005მიახლ.
$27.96 მილიარდი (97-ე)

$ 4,825 (103-ე)
აგი (2007) Increase2.svg 0.773 (საშუალო) (86-ე)
ვალუტა იორდანული დინარი (JOD)
დროის სარტყელი UTC +2სთ
  -ზაფხულის დრო UTC +3სთ
ქვეყნის კოდი JOR
ccTLD .jo
სატელეფონო კოდი +962

იორდანია (არაბ. الأردن‎‎, ალ-ურდუნი), ოფიციალური სახელწოდებაა იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (არაბ. المملكة الأردنية الهاشمية‎‎) — არაბული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სირია, ჩრდილო-აღმოსავლეთით ერაყი, სამხრეთით და აღმოსავლეთით საუდის არაბეთი, ხოლო დასავლეთით ისრაელი და პალესტინა. იორდანია ისრაელს და პალესტინას ესაღვრება მკვდარი ზღვის სანაპიროთი, ხოლო აკაბის ყურით ისრაელს, ეგვიპტეს და საუდის არაბეთს.

ოფიციალური სახელწოდებაა იორდანიის ჰაშემიტური სამეფო. ტერიტორიის 99% უდაბნოებს და ნახევარუდაბნოებს უკავია. ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს მსდოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - პეტრა.

სექციების სია

[რედაქტირება] დემოგრაფია

იორდანიის მოსახლეობა 5.9 მილიონი ადამიანია. მოსახლეობის 95% - არაბია. იორდანელი არაბები მოსახლეობის 35% შეადგენენ, 55 % — პალესტინელები[1], რომლებიც აქ ისრაელ-არაბეთის ომის შემდგომ გადმოსახლდნენ 1948 და 1967 წლებში. სხვა ეთნიკური წარმომადგენლები: ადიღეველები, ჩეჩნები, სომხები და ქურთები.

2003 წელს ერაყთან ომის შემდგომ ქვეყანაში ბევრი ერაყელი დასახლდა. მათი რაოდენობა იორდანიაში 150 - 300 ათ. აღწევს.[2]

დასაქმების სამინისტროს მონაცემებით ქვეყანაში დაახლოებით 300 000 ათასი მუშა იყოფება, მათი უმრავლესობა ეგვიპტელები არიან (227 000), დანარჩენები ძირითადად არიან ბანგლადეშიდან, ჩინეთიდან, ფილიპინებიდან, შრი-ლანკიდან და ინდოეთიდან.

[რედაქტირება] რელიგია

მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევრები არიან. ქრისტიანები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს შეადგენენ, პარლამენტში კი ადგილების 20% უკავიათ. ძირითადში ქვეყნის ქრისტიანული მოსახლეობა მართლმადიდებლები არიან. ნაწილი კი კათოლიკები არიან.

[რედაქტირება] ენა

ოფიციალური ენაა — არაბული, ბიზნესში და სამთავრობო სტრუქტურებში ასევე გავრცელებულია ინგლისური ენა. არაბული და ინგლისური არის აუცილებელი ენები, რომლებიც სკოლებში ისწავლება. ასევე არის ფრანგული ენაც. ქვეყანაში რადიო გადაიცემა არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

[რედაქტირება] სახელმწიფო მოწყობა

IordaniaGEO.jpg

იორდანია— კონსტიტუციური მონარქია, რაც გამყარებულია კონსტიტუციით, რომელიც მიღებული იქნა 1952 წლის 8 იანვარს. მართვის სადავეები ხელთ უპყრია მეფეს და მის მინისტრთა საბჭოს. მეფე იღებს კანონებს, მისი დაბლოკვა შესაძლებელია მხოლოდ ნაციონალური ანსამბლეის ზედა და ქვედა პალატის წევრთა 2/3 ხმების რაოდენობის მოგროვებით.

კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიურ, სამოქალაქო და სპეციალურ სასამართლოს. ქვეყანა დაყოფილია 12 მუჰაფაზად.

რეგიონები, რეგიონლარუცი ცენტრები, მოსახლეობის რაოდენობა
მუხაფაზა მუხაფაზა (ინგ.) ცენტრი ფართობი, კვ.კმ მოსახლეობა (2004)
აჯლუნი Ajlun აჯლუნი 412 118 496
აკაბა Aqaba აკაბა 6 583 101 736
ამანი Amman ამანი 8 231 1 939 405
ჯარაში Jerash ჯარაში 402 153 650
ირბიდი Irbid ირბიდი 1 621 925 736
მაანი Ma’an მაანი 33 163 92 672
მადაბა Madaba მადაბა 2 008 129 792
ეზ-ზარკა Zarqa ეზ-ზარკა 4 080 774 569
ელ-ბალკა Balqa ეს-სალტი 1 076 344 985
ელ-კარაკი Kerak ელ-კარაკი 3 217 204 135
ელ-მაფრაკი Mafraq ელ-მაფრაკი 26 435 240 515
ეტ-ტაფილა Tafilah ეტ-ტაფილა 2 114 75 290

[რედაქტირება] გეოგრაფია

[რედაქტირება] ბმულები

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე